ესპანეთში ქართველმა ქართველი მოკლა, გვამი დაანაწევრა და გადააგდო

  21:03:00     13-12-2012

საზარელი მკვლელობა ესპანეთში. საქართველოს მოქალაქემ 39 წლის ირმა. ნ-მ საქართველოს მოქალაქე, თამილა. ს მოკლა. მკვლელმა მისი გვამი დაანაწევრა და ნაგავსაყრელზე გადააგდო. 

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლის სხეულის ერთი ნაწილი პოლიციამ ქალაქ სანჩინაროში იპოვა, მეორე ნაწილი კი, ვალდემინგომესის ნაგავსაყრელზე აღმოაჩინა. 

ესპანელი პოლიციელების ინფორმაციით, მკვლელი და მოკლული საქართველოს მოქლაქეები არიან და ესპანეთში დამლაგებლებად მუშაობდნენ.