ვინ მიითვისა 310 მილიონი?
00:00:00     01-12-2012
სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტი ჯგუფი"-ის მიერ დაზარალებული ბინათმფლობელები მის მემკვიდრეს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ კომპანიამ მათ მძიმე პირობები წაუყენა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კვადრატულ მეტრზე დამატებით 100-200 დოლარის გადახდას გულისხმობს. დაფიქსირდა ბინის გაყიდვის ფაქტიც იმ მეპატრონისთვის, რომელმაც დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გადაიხადა.
დაზარალებულები კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ. მათ აქციაც გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
თავის მხრივ "დექსუსის" ხელმძღვანელი ირაკლი კილაურიძე ირწმუნება, რომ 2010 წელს "დექსუსი" დაეხმარა "ცენტრ-პოინტს", გამოსულიყო მძიმე მდგომარეობიდან და ორი წლის განმავლობაში 2 200 მომხმარებლისთვის დასრულდა მშენებლობები, რაც მისი თქმით, დაზარალებულთა 2/3 შეადგენს. როგორც კილაურიძე აცხადებს „დექსუსი“ აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. „ცენტრ პოინტის“ დარღვევებზე კი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თუმცა, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს...
- დღეისთვის მხოლოდ 8 ობიექტია დასრულებული, 7 კორპუსის მშენებლობა კი მიმდინარეობს როგორ ფიქრობთ ასრულებს კომპანია აღებულ ვალდებულებას?
- ჩვენ აღებული ვალდებულების შესრულებისთვის დრო 2013 წლის ბოლომდე გვაქვს. ახლა 2012 წლის ბოლოა. შემდეგი წლიდან დაუმთავრებელი და ასაშენებელი 1/3-ის მშენებლობის დაწყება იგეგმება.
გეგმის შესრულება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ რა გეგმაც ავიღეთ მას პირნათლად ვასრულებთ. რაც შეეხება „ცენტრ-პოინტს“ მან თუ დაუგვიანა მომხმარებელს მშენებლობის პროცესი ეს „დექსუსის“ საქმე ნამდვილად არ არის. რამდენად სამართლიანია ამ ადამიანებისთვის ბინების დაგვიანება ეს კითხვა „დექსუსს“ არ ეკუთვნის, ამ შეკითხვით უნდა მიმართოთ „ცენტრ-პოინტს“. ხოლო სამართლებრივ საკითხს გამოძიება დაადგენს.
- დაზარალებულები აცხადებენ, რომ თქვენ მათგან მოითხოვეთ კვადრატულ მეტრზე დამატებით 100-200 დოლარის გადახდა...
- ჩვენ წავუყენეთ მათ პირობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მშენებლობა დასრულდეს და მფლობელს გადაეცეს კუთვნილი ქონება. ვინც მიხვდა, რომ აღნიშნული პირობა მომგებიანია აწერს ხელშეკრულებას ხელს და იღებს საცხოვრებელს. ვისაც ეს პირობა არ აწყობს, მათი ობიექტის მშენებლობა არ იწყება.
- უყიდით თუ არა ბინებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ბინა ნაყიდი აქვთ, მაგრამ თქვენი პირობა არ აქვთ შესრულებული?
- მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში ვთავაზობთ მომხმარებელს, რომ დამატაბითი თანხები გადაიხადონ.
- იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულთა მხრიდან პროკურატურაში განცხადება შევიდა, შესაძლებელია დაკითხვაზე დაგიბარონ, გამორიცხავთ, რომ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
- მე ამ საკითხს გამოვრიცხავ, არ მგონია კონკრეტულად „დექსუსის“ მისამართით ვინმეს რაიმე შეკითხვა ჰქონდეს. თუ იქნება კითხვა, ჩვენ მზად ვართ მას პასუხი გავცეთ.
„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიერ კორუფციულ საქმეზე საუბრობენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს წევრებიც.
მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში დეტალურად არის საუბარი "ცენტრ-პოინტის" დაფუძნებაზე, მის მიერ მშენებლობათა წარმოებაზე და კრიზისულ პერიოდებზე. გოგიძის თქმით, მშენებლობებით 6 200 ოჯახი დაზარალდა, რომლებმაც ბინათმშენებლობებისთვის 310 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ შეჩერდა 30 ობიექეტის მშენებლობა, 2010 წლიდან კი "ცენტრ-პოინტის" მართვა "დექსუსმა" გადაიბარა, რომელსაც 2013 წლის ბოლომდე დაუმთავრებელი ობიექტები უნდა დაესრულებინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეისთვის მხოლოდ 8 ობიექტია დასრულებული, 7 კორპუსის მშენებლობა კი მიმდინარეობს.
გოგიძის განცხადებით, "დექსუსმა" დაზარალებულებს მძიმე პირობები წაუყენა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კვადრატულ მეტრზე დამატებით 100-200 დოლარის გადახდას გულისხმობდა. მისი თქმით, აღნიშნული დაზარალებულებისთვის მიუღებელია.
ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, კომპანია "ცენტრ-პოინტმა" ე.წ. პირამიდის სქემა გამოიყენა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეკომენდაციით, დროულად უნდა მოხდეს ყველა დაზარალებულის საქმის გამოძიება, აშენებული ბინების დარეგისტრირება და კომპენსაციის გადახდა.