მკვლელობა - ამჯერად რუსთავში

  17:25:09     13-12-2012

მკვლელობა რუსთავში - ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 72 წლის მამაკაცი მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსთავში მდებარე ერთ-ერთი მცირე გადამამუშავებელი საწარმოს დარაჯია. მკვლელობის მოტოვი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით მკვლელი უკვე დაკავებულია, თუმცა შსს მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ კეთებს.

droni.ge