უკრაინელმა დეპუტატმა ქართველებსა და აზერბაიჯანელებს სახელმწიფოს კიბო უწოდა

  10:25:02     13-12-2012

უკრაინის ქართული სათვისტომო და ასევე ადგილობრივი აზერაიჯანული დიასპორა აღშფოთებულია უკრაინის სახალხო დეპუტატის ფეოდორ ნეგოის განცხადებით, რომელმაც აზერბაიჯანელები და ქართველები შეურაცხყო.

ნეგოიმ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს უკრაინის კიბო უწოდა. უკრაინის რადას დამოუკიდებელმა დეპუტატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა - `შეხედეთ, ჩვენთან ბაზრებში აზერბაიჯანელები და ქართველები ვაჭრობენ – ეს არის კიბო ჩვენი სახელმწიფოსათვის. რუსეთმა გაყარა ისინი, მაგრამ ჩვენთან უკრაინაში მოთბნენ~.

უკრაინის ქართული ორგანიზაციები აპირებენ ჩაატარონ სპეციალური შეკრება და უკრაინელი დეპუტატის გამონათქვამის გამო მიმართვა გაუგზავნონ სხვადასხვა ინსტანციებს. ნეგოის განცახდება დაგმეს უკრაინაში საქართველოსა და აზერბაიჯანის ელჩებმა გრიგოლ ქათამაძემ და ეინულა მადატლიმ, სხვადასხვა უწყებებში გასაგზავნად საპროტესტო წერილს ამზადებს აზერბაიჯანელთა სათვისტომოც.

პარტია რეგიონების დეპუტატი ალექსანდრე ფელდმანი კი გენპროკურატურაში შესატანად სარჩელს ამზადებს, რათა ქსენოფობიური განცხადების გამო მის კოლეგას სადეპუტატო მანდატი ჩამოერთვას.