
პრეზიდენტი შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა (ვიდეო)
21:10:38     12-12-2012
მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განხორციელებული რეფორმები იყო.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.