საქართველოში დაწყებულ პოლიტიკურ დევნაზე ნიდერლანდების ელჩიც საუბრობს

  16:03:41     12-12-2012

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პიტერ იან ლანგერბერგის განცახდებით, ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრებებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, რამაც შესაძლოა, საქართველოს იმიჯზე იმოქმედოს.

"თქვენ კარგად იცით, რომ ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრებები, მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები საზოგადოებისა და მედიის განხილვის მთავარი თემაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ საკითხებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და შეშფოთება გამოიწვია, რამაც შესაძლოა, საქართველოს იმიჯზე იმოქმედოს და ნამდვილად სამწუხარო იყოს.

ყველა მთავრობამ უნდა გამოიძიოს სამართალდარღვევის ფაქტები, მაგრამ ეს კანონის უზენაესობის დაცვით უნდა მოხდეს", - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პიტერ იან ლანგერბერგმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლისას.