ხადურის თანამშრომელთა სისასტიკეს აზერბაიჯანელი მოვაჭრის სიკვდილი მოჰყვა
15:30:06     12-12-2012
"შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჯარიმის გამოწერას აზერბაიჯანელი მოვაჭრის სიკვდილი მოჰყვა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას აზერბაიჯანული გაზეთი.
აზერბაიჯანული გაზეთი „ვესტი. აზ“ იუწყება, რომ სავაჭრო ცენტრ ლილოში საქართველოს შემოსალების სამსახურის თანამშრომლებმა საბითუმო მაღაზიის მფლობელი, აზერბაიჯანელი ნოვრუზ რუსტამოვი სიკვდილამდე მიიყვანეს.
გაზეთის ინფორმაციით ორი დღის წინ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები რუსტამოვის მაღაზიაში დილით შემოწმებაზე შევიდნენ. მაღაზიის მეპატრონემ მათ განუცხადა, რომ ამისათვის ბუღალტერი უნდა გამოეძახა, მაგრამ ინსპექტორები შეუვალნი იყვნენ, საბოლოოდ კი რუსტამოვს არც მეტი, არც ნაკლები, 60 ათასი ლარის ჯარიმა გამოუწერეს.
აზერბაიჯანული გაზეთის ცნობით, ამ ფაქტს თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომელთა თქმითაც, სწორედ აღნიშნული ჯარიმის წარდგენისთანავე რუსტამოვი განერვიულდა და ინფარქტით ადგილზევე გარდაიცვალა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მაღაზია მისი სიკვდილისთანავე დატოვეს.
ნოვრუზ რუსტამოვი სოფელ საქადაგიანოს მკვიდრი იყო. აზერბაიჯანული მხარე ამჟამად მომხდარის დეტალებს აზუსტებს.
„ვესტი. აზ“ ასევე წერს, რომ ქართული მედიის ცნობით დიდი სავაჭრო ცენტრების მეპატრონეები პროტესტს უცხადებენ შემოსავლების სამსახურის მოქმედებებს, რადგან მათი თქმით ისინი სხვადასხვა მიუღებელ მეთოდებს იყენებენ, რომ მოვაჭრეებს ჯარიმები გადაახდევინონ.

უკმაყოფილო მოვაჭრეების თქმით, ასეთი მეთოდების გამოყენებით შემოსავლების სამსახური დღეში დაახლოებით 15 ჯარიმას მაინც წერს.