ამერიკელი სენატორების ღია წერილი ივანიშვილს

  12:49:45     12-12-2012

გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნდა ამერიკელი სენატორების ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი. რასმუსენის, ეშტონის, ბაროზოსა და გორდონის შემდეგ ახლა უკვე ამერიკელი სენატორები გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული და შერჩევითი სამართლის გამო. ისინი გაკვირვებულები არიან საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის განცხადებებითაც, რომელიც მათი აზრით, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.  

"გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავებების, გამოძიებების, დაპატიმრებების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიას უკავშირდება. 

დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანია მეტი წუხილი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილითაა გამოწვეული. 

დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ შერჩევითი სამართალი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, აღქმის თვალსაზრისითაც კი."

ჩვენ მივესალმებით, რომ გამორიცხავთ შერჩევით სამართალს, მაგრამ სინანულით გვსურს აღვნიშნოთ, რომ მოვლენების განვითარება უკიდურესად გვაშფოთებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თქვენი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის კომენტარები. 

მან განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები "კრიმინალები და დამნაშავეები არიან". ბრალს და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს. ფანჯიკიძის მოქმედება კი კანონის უზენაესობას უთხრის ძირს"...

ამერიკელი სენატორები:  ჯინ შეინი, ჯო ლიბერმენი, ჯეიმს რიში, ლინდსი გრეჰემი და ჯონ მაკკეინი

იხილეთ ორიგინალი