![9 თვის ბარბარეს გარდაცვალების დეტალები დღემდე გამოუძიებელია - კოლაგელები აქციებით იმუქრებიან 9 თვის ბარბარეს გარდაცვალების დეტალები დღემდე გამოუძიებელია - კოლაგელები აქციებით იმუქრებიან](http://presa.ge/img/multimedia/a22441.jpg)
9 თვის ბარბარეს გარდაცვალების დეტალები დღემდე გამოუძიებელია - კოლაგელები აქციებით იმუქრებიან
17:08:50     11-12-2012
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ტრაგედია მოხდა. 9 თვის ჩვილი - ბარბარე რაფაიანცი ქვევრში დამხჩვალი იპოვეს.
მაშინ, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, მანანა ბერიკაშვილმა, ისე რომ გამოძიების ვერსიებსაც კი არ დაელოდა, მე-9 არხის ეთერში განაცხადა, რომ ბარბარე რაფაიანცი ნაციონალური მოძრაობის მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს.
ცნობილი მსახიობის შვილი ურცხვად ამტკიცებდა, რომ ჩვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პოლიტიკური შურისძიების მოტივით შეიწირეს.
ბერიკაშვილის აზრით, „ამ საქმეში გარეულია ღვინიაშვილის დეიდაშვილი“, რომელმაც შური იმიტომ იძია, რომ რაფაიანცის დეიდა, დალი მექერიშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო.
ვერსია პირველი: პატარა საწოლიდან ჩამოვარდა (მშობლები სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ), ქვევრამდე მიხოხდა და ჩავარდა, სადაც დაიხრჩო...
ვერსია მეორე: პატარა ბარბარე, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, სიტუაციის დაძაბვისა და არეულობის პროვოცირების მიზნით გაიტაცეს, პირზე ხელი ააფარეს, რის გამოც პატარა გაიგუდა და იქვე, ქვევრში ჩააგდეს.
ვერსია მეოთხე: ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმ საწოლზე დაწვა, სადაც პატარას ეძინა, ეგონა რომ გაგუდა და კვალის დაფარვის მიზნით ქვევრში ჩააგდო.
ვერსია მეხუთე: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, უცნობ პირებს გადაუხადეს ფული და გურჯაანში (და მთელ საქართველოში) უმართავი პროცესების დაწყების მიზნით ეს ტრაგედია მოაწყვეს (არჩევნებამდე ერთი დღით ადრე)...
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „პრესა.ჯი“ ამ ვერსიების ჭეშმარიტებას არ ამტკიცებს. თუმცა, საქმის გამოუძიებლობა (ახალი ხელისუფლების მიმართ) ეჭვებს მართლაც აღრმავებს.
მინიმუმ შემდეგ კითხვებზე მაინც უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ...
1. რატომ დააბრალა ტრაგედიისთანავე მანანა ბერიკაშვილმა 9 თვის ბავშვის მკვლელობა გურჯაანის აწ უკვე მაჟორიტარ დეპუტატს (მან არჩევნებში გაიმარჯვა), გიორგი ღვინიაშვილს?
2. რატომ ცდილობდა „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი გურჯაანში, ტრაგედიით მანიპულირებას?
3. იყო თუ არა 9 თვის ბარბარე რაფაიანცის გარდაცვალების მიზეზი პოლიტიკა?
4. რატომ არის საქმე დღემდე გაუხსნელი, მიუხედავად უამრავი მოწმისა, რომლებმაც გამოძიებას ჩვენება მისცეს?
5. რატომ არაა დღემდე დაკითხული მანანა ბერიკაშვილი?
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პატარა ბარბარე, ქვევრში ჩავარდნამდე (ჩაგდებამდე) ცოცხალი იყო. შესაბამისად, ის იქ ან ვიღაცამ ჩააგდო ან თავად ჩავარდა.
მიუხედავად შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო დაპირებებისა, როგორც სოფელ კოლაგელებს, ისე სრულაიად საქართველოს ამ წუთამდე არ აქვს პასუხი კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა 9 თვის ჩვილი ქვევრში...
სოფელ კოლაგში ამ ტრაგედიის შესახებ საუბრები არ წყდება. კოლაგელები აპირებენ, რომ თუ გამოძიება ორ კვირაში საქმის გახსნას ვერ შეძლებს, საპროტესტო აქციები დაიწყონ...