ივანიშვილი საქართველოს დროშას ცვლის...

  14:48:20     09-12-2012

საქართველოს ხუთჯვრიანი მთავარი სიმბოლოს თემა კიდევ უფრო აქტუალურია იმ ფონზე, როცა გაურკვეველი მიზეზით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობის თავზე ქართული დროშა აღარ ფრიალებს. 

საქართველოს ხუთჯვრიანი, ულამაზესი დროშა ქვეყნის მთავარი სიმბოლო 2003 წლის რევოლუციის შემდეგ გახდა და ის პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება. სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით შეიცვალა საქართველომ დროშა და ჰიმნი...

თუმცა, ივანიშვილის, ამ უცნაური ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა შესაძლოა „ქართული ოცნების“ გამოსახულებით შეიცვალოს. 

არ ვიცით, აპირებს თუ არა, დიქტატორობისკენ მიდრეკილი ივანიშვილი, ახალ დროშაზე საკუთარი შარავანდედიანი თავის გამოსახვას, თუმცა, ინფორმაციამ, ხუთჯვრიანი დროშის შეცვლის შესახებ, უკვე შეძრა საზოგადოების ნაწილი. 

საქართველოს სახელმწიფო დროშა - საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა  ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება.

იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი: ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის ნომერ 31 ბრძანებულებით.

დროშის აგების წესი, სქემა

საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე.

აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

აღსანიშნავია, რომ კითხვაზე - აპირებს თუ არა, ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფო დროშის შეცვლას - კონკრეტული პასუხი არ აქვთ ივანიშვილის გარემოცვის წევრებს. ამ საკითხზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ სახელმწიფო კანცელარიაშიც.

უმრავლესობის წევრები მხოლოდ კულუარებში მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როდის და რატომ უნდა შეცვალოს საქართველომ სახელმწიფო დროშა.

ეს პროცედურა რთული და შესაძლოა შეუძლებელიც იყოს იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია. თუმცა, ოლიგარქი, სავარაუდოდ, თავისი ამ მზაკვრული მიზნის გარხორციელებას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებს.

მაშინ, როცა მისი აზრით, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი „აუცილებლად პრემიერ მინისტრის კანდიდატურა იქნება“...