
ივანიშვილი დღეს: იქნება აფეთქებები, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს
14:13:15     08-12-2012
ივანიშვილი უკვე აფეთქებებზე ალაპარაკდა. პრემიერ მინისტრმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ამნისტიის შემდეგ იქნება აფეთქებები, რამდენიმემ შეიძლება გააგრძელოს კრიმინალური საქმიანობა. თუმცა, როდესაც ვთქვი, რომ საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს მეთქი, ვიგულისხმე რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება...
ამიტომ, ისევ ვიმეორებ, საზოგადოება შექმნილ ვითარებას გაგებით უნდა მოეკიდოს, რადგან შეიძლება რაღაც მოხდეს“, - განაცხადა დღეს ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა ბოლო პრესკონფერენციაზე საზოგადოებას მოუწოდა გაგებით მოეკიდოს გაზრდილ კრიმინალს. სოციალურ ქსელებში ივანიშვილს ამ განცხადებამ პროტესტი გამოიწვია