
ვანო მერაბიშვილი თავისუფალია (ვიდეო)
16:32:41     07-12-2012
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც დილიდან დაკითხვაზე იმყოფებოდა, უკვე დატოვა შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
მას გამოძიება ყალბი პასპორტით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობას ედავება, თუმცა, მერაბიშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უმცირესობა კი, ყოფილი პრემიერისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
"ამ ხელისუფლებას სურს, რომ ქართული მედიით მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრთა დაკითხვის თემები გაშუქდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია ყველა სფეროზე - მათ შორის "ქართული ოცნების" დაპირებებზე. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ", - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა.
საინტერესო დეტალი: ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შს ყოფილმა მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას (თუ არ გაჩერდებით პროკურატურასთან გრძელი რიგები არ შეწყდება) უპასუხა და აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ახალი პრემიერ მინისტრის მუქარის არ ეშინია...