დარჩიაშვილი: ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და განსხვავებული აზრის დევნა
15:45:05     07-12-2012
საპარლამენტო უმცირესობის ერთ–ერთი წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკითხვაზე მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი გახდეს.
როგორც დარჩიაშვილმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, მერაბიშვილის დაკითხვა აბსურდულ საქმეზე მიმდინარეობს.
დავით დარჩიაშვილი: მერაბიშვილის შს სამინისტროში დაკითხვაზე დაბარება უმცირესობის წნეხში გატარების მცდელობაა. სასაცილოა პროკურატურის ბრალდება, ადამიანი ჩადის ერევანში ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტთან ოფიციალურ შეხვედრაზე, გამოდის უკან ყოველგვარი დაცვის გარეშე, გადის საბაჟო ტერმინალს, მერე კი, უცებ ასეთი ამბები იწყება....
"presa.ge": თეა თუთბერიძის ინფორმაციით შესაძლოა ვანო მერაბიშვილი დააკავონ...
დავით დარჩიაშვილი: ვერაფერს გამოვრიცხავ, ახალი მთავრობის ქმედებების პროგნოზირება საკმაოდ რთულია. ბაჩო ახალაია, რომელიც მთელი მისი სახელმწიფო უწყებებში მუშაობის პერიოდში კრიმინალს ებრძოდა, დღეს პატიმარია.
ჩვენი იარაღი, მთავარი ბერკეტი სიტყვაა. როგორც ისტორია აჩვენებს, თუ ეს სიტყვა მართალია, ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს. უნდა გავუძლოთ... საზოგადოებამ კარგად დაინახა რომ ახალი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია ნაციონალური მოძრაობა გატეხოს და პოლიტიკიდან გააქროს.
თუმცა, ჩვენს ოპონენტებს ავიწყდებათ რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა რომ ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში – ოპოზიციაში და, აქიდან გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლა.
- რას უკავშირებთ თქვენი თანაგუნდელის, გოგა ხაჩიძის მამის ქონების დაყადაღებას?
- ხაჩიძეზეც იგივეს თქმა შეიძლება, რასაც ვანო მერაბიშვილის დაკითხვის შეფასებისას ვსაუბრობდი. ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და განსხვავებული აზრის დევნა...
- თუ ჩააყენეთ აღნიშნული დევნის შესახებ საქმის კურსში ევროპელი და ამერიკელი ლიდერები?
- ახალი ხელისუფლების ქმედებებზე ამომწურავი ინფორმაცია აქვთ ჩვენ უცხოელ მეგობრებს. ეს გამოჩნდა ბატონი ივანიშვილის უცხოეთში - პრემიერის რანგში ვიზიტის შემდეგაც.
ოპონენტებს უცხოელი მაღალჩინოსნების კრიტიკა არ მოეწონათ და იმაში ჩვენ დაგვდეს ბრალი, რომ თურმე ამ ზეწოლის შესადებ ქვეყნის გარეთ არ უნდა გვესაუბრა. მათი აზრით, „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიაც ჩვენ შეგვიკვეთავს... თურმე ბატონ რასმუსენსაც ტყუილებით „ვბერავთ“ და ის იმდენად მიამიტია რომ გვიჯერებს...
- უმრავლესობასთან ვერც სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ კანდიდატზე შეთანხმდით...
- მიმაჩნია რომ უჩა ნანუაშვილი პოლიტიკურად მიკერძოებულია. ნანუაშვილი აპელირებდა მხოლოდ იმ თემებით, რომელიც პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის მომგებიანი იყო. უმცირესობის პრეტენზიებზე კი არაფერი უთქვამს.