ივანიშვილის რეპრესიები გრძელდება - გოგა ხაჩიძის მამას ქონება დაუყადაღეს

  21:29:05     06-12-2012

დეპუტატ გოგა ხაჩიძის მამის უძრავი ქონება დაყადაღებულია. ყოფილ მინისტრსა და უმცირესობის წევრს რამდენიმე დღის წინ სახლი გაუჩხრიკეს, თუმცა, იარაღის არსენალის ნაცვლად, იქ სათამაშო ავტომატი აღმოაჩინეს. დიდი ალბათობით, გოგა ხაჩიძის წინააღმდეგ ჩართული რეპრესიული მანქანა მის აქტიურობას უკავშირდება და ივანიშვილის რევანშის ნაწილია. 

"ყურადღება!!!

ეს ჩემი წინა პოსტია.

5 წუთის წინ დამირეკა მამაჩემმა და მითხრა, რომ ახლა გადასცეს, ფინანსთა სამინისტროს რომელიღაც სამსახურის ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია რომ მისი უძრავი ქონება სრულად დაყადაღებულია", - წერს უმცირესობის წევრი, დეპუტატი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

პ.ს: როგორც ჩანს, პრემიერი ივანიშვილი, რომელიც განსხვავებულ აზრს და კრიტიკას ვერ იტანს და მხოლოდ მონები მოსწონს, ევროპის გაოცებას ახლა უკვე ოპონენტების "გაკულაკებით" აპირებს.