
ივანიშვილის „შეუფერხებელი ფუნქციონირება“ და ბუნდოვანი 2,5 მილიონი
12:59:59     06-12-2012
ივანიშვილის ბუნდოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი თვისთვის, 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო კანცელარიის დაფინანსება 2 მილიონ 500 ათასი ლარით იზრდება.
უმცირესობის წევრის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის კითხვაზე, კონკრეტულად რისთვის გახდა საჭირო სახელმწიფო კანცელარიის დაფინანსების გაზრდა 2012 წლის დეკემბერში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა რომ მან „წაიკითხა ის, რაც დოკუმენტში ეწერა“.
შეგახსენებთ რომ საუბარია არა 2013 წლის, არამედ 2012 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, 7 მილიარდი ქონების მფლობელმა ოლიგარქმა ივანიშვილმა, 2012 წლის დეკემბრისთვის 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა სახელმწიფო კანცელარიის დაფინანსება.
„2,5 მილიონი ლარი მიიმართება სახელმწიფო კანცელარიის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის“, - წერია წარმოდგენილ დოკუმენტში, სადაც გაშიფრულიც კი არაა, თუ რა იგულისხმება ივანიშვილის ოფისის „შეუფერხებელ ფუნქციონირებაში“