პატიმრების აგრესიას ბადრაგის სიცოცხლე შეეწირა - გარდაცვლილის ახლობლები სუბარს ადანაშაულებენ

  15:59:07     23-11-2012

გუშინ, ღუდუშაურის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანილმა პატიმრებმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედ-პერსონალს, რის გამოც საქმეში ჩაერია ბადრაგი, რომელიც პატიმრებს მეთვალყურეობდა. თუმცა, სუბარის მიერ ნებაზე მიშვებულმა პატიმრებმა ბადრაგი სცემეს  და აგინეს.

შედეგად, ბადრაგი ჯ.ბ გარდაიცვალა. მინისტრი სუბარი ბადრაგის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები. გარდაცვლილი ბადრაგის ახლობლების განცხადებით, ბადრაგი ჯ.ბ სრულიად ჯანმრთელი იყო და მას გული არ აწუხებდა.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამართალდამცველები ჰკითხავენ ღუდუშაურის საავადმყოფოს მედპერსონალსა და ჩხუბში მონაწილე პატიმრებს.

 კლინიკის დირექტორის მოადგილე, მარინა გელანტია ირწმუნება, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ბადრაგი „მართლაც გულის შეტევით გარდაიცვალა“. თუმცა, საავადმყოფოში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პოლიცია მედ-პერსონალს პირში წყლის ჩაგუბებას აიძულებს და ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკრძალავს.

48 წლის გარდაცვლილ ბადრაგს პროზექტურაში გუშინვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დღეს დილით კი, ოჯახის წევრებმა პატიმრებს შეწირული ბადრაგი ჯ.ბ სახლში გადაასვენეს.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, გამორიცხული არაა, გარდაცვლილს ალტერნატიული ექსპერტიზაც ჩაუტარდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ექსპერტი გაბედავს და არ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ გარდაცვლილს ფიზიკური დაპირისპირების კვალი აღენიშნებოდა.

მინისტრი სუბარი, რომლის პოლიტიკის შედეგადაც 48 წლის ბადრაგი გარდაიცვალა, გარდაცვლილის ოჯახს აიმედებს, რომ „ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს“. მინისტრმა ჯერჯერობით ვერ მოიცალა საიმისოდ, რომ გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმროს.

სამაგიეროდ, სუბარი, ციხე-კოლონიებში შექმნილ სავალალო სიტუაციას წინა ხელისუფლებას აბრალებს და ამით, საკუთარი პასუხისმგებლობის მიჩქმალვასაც ცდილობს.

გარდაცვლილის ნათესავები მინისტრს ადანაშაულებელ. ისინი აცხადებენ, რომ ბადრაგის გარდაცვალებისა გამო, სუზარ სუბარმა, რომელიც სამინისტროში ძირითადად ალკოჰოლურ სასმელებს აგემოვნებს და ციხე-კოლონიები ლალი მოროშკინას მიაბარა, პასუხი პირადად უნდა აგოს. 

P.S: „პრესა.ჯი“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და დეტალურ და ექსკლუზიურ ინფორმაციებს მოგაწვდით გარდაცვლილი ბადრაგის შესახებ, რომლის სიკვდილის რეალურ მიზეზს მალავენ.