„ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა“
12:34:56     21-11-2012
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობიდან გადადგა.
როგორც გაზეთ "რეზონანს" სანდო წყარომ განუცხადა, დავით სერგეენკომ დაკავებული თანამდებობა დატოვა და ინფორმაცია არ ხმაურდება, სანამ შესაბამის კანდიდატურას არ იპოვნიან.
როგორც "რეზონანსი" წერს უთახმოება სერგეენკოსა და მმართველ გუნდს შორის გასულ კვირას თათბირზე დაიწყო, როდესაც მინისტრს უთხრეს, რომ ნაქირავებ ბინებში შესახლებულ დევნილებს 1 თვის ბინის ქირით უზრუნველყოფენ.
„რეზონანსის“ ცნობით, სერგეენკო თვლის, რომ ახალი მთავრობის სოციალური დაპირებების შესრულება არსებულ ვითარებაში შეუძლებელია და სწორედ ამიტომ ტოვებს თანამდებობას.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ წარადგინა რაც წინა ჯანდაცვის მინისტრმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობაზე უარი განაცხადა.
წყარო: news.ge