მორიგი რევანში - ქარდავასა და ყავლაშვილის დაკავების ნამდვილი მიზეზი (ვიდეო)
15:10:55     15-11-2012
„სოდი“-სა და „კუდი“-ს მაღალჩინოსნების დაკავება, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სხვისი პირადი ცხოვრების დეტალების უკანონოდ მოპოვებას უკავშირდება.
უკვე მივეჩვიეთ, რომ წულუკიანი, ხშირად, უაპელაციოდ მოიხსენიებს ადამიანებს სისხლის სამართლის დამნაშავეებად და განსაკუთრებულად აგრესიული ტონით მოძღვრავს საზოგადოებას. ამიტომ, გასაკვირიც არაა, რომ ამ მომენტამდე, ლევან ქარდავასა და გიორგი ყავლაშვილის დაკავების ბევრი დეტალი ბურუსითაა მოცული.
ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ, „სოდი“-სა და „კუდი“-ს ათამდე თანამშრომელი მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს და 15 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.
დაბარებულთა ასავალ-დასავალი, დილამდე ცნობილი არ იყო მათი ოჯახებისათვის. კბილაშვილის გამომძიებლებმა, მათ, ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება არ მისცეს.
პოლიციის ათამდე მაღალჩინოსანს, პროკურატურა, ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას გატაცებასაც ედავება. საზოგადოებას ახსოვს სურმავას მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, საიდანაც გავიგეთ თუ როგორ აგინებენ ერთმანეთს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები.
აუდიოჩანაწერების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელს, გუბაზ სანიკიძე ბიძინას ოჯახის წევრებს, ხუხაშვილი „რესპებს“, ბიგვავა მაია ფანჯიკიძეს, ალასანია ივანიშვილს... უცენზუროდ და აუგად მოიხსენიებდა - მოკლედ, მათზეა ნათქვამი - ვერ გაიგებ ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო.
ქარდავასა და ყავლაშვილის დაკავების არაოფიციალური მიზეზი
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ლევან ქარდავასა და გიორგი ყავლაშვილის დაკავების მიზეზი არა ოფიციალურად წაყენებული ბრალდება, არამედ ერთი უწყინარი ფოტო და ვიდეო გახდა.
ფოტოზე ივანიშვილი თეთრ „ნიფხავსა“ და „ლაკის ტუფლებშია“ გამოწკეპილი, ხოლო ვიდეოში თავის მეუღლესთან ერთად ბავშვების დაბადების დღეზე ბუშტებით თამაშობს.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მტკიცებით, რომელიც უკვე იქცა საზოგადოების ახალ „ბუად“, ქარდავამ და ყავლაშვილმა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებით სხვისი პირადი ინფორმაცია მოიპარეს.
წულუკიანი არ აკონკრეტებს, რომ მას მხედველობაში ბიძინას ის უცნაური ფოტო და ვიდეო აქვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქარდავა-ყავლაშვილის დაკავება კონკრეტულ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა და როგორც დიადი ბიძინა იტყოდა - ბრალდება „თითიდან გამოწუწნულია“.
საქმეში ამ მომენტამდე არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, პოლიციის მაღალჩინოსნების - ქარდავა-ყავლაშვილის დაკავება უკვე შეფასდა როგორც ივანიშვილის მორიგი რევანში...