ამონარიდი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციიდან, საქართველოს შესახებ

  00:29:34     13-11-2012

'ვაფასებთ რა ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს როგორც ლაკმუსის ქაღალდს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ვაძლევთ რა მაღალ შეფასებას იმას, რომ ამ ქვეყანაში პირველად მოხდა არჩევნების შედეგად ძალაუფლების გადაცემა.

მოვუწოდებთ საქართველოს ახალ პარლამენტს და მთავრობას და მოქმედ პრეზიდენტს განაგრძონ რეფორმები, პროგრამები და უზრუნველყონ ეფექტური თანაარსებობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

გამოვხატავთ შეშფოთებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე და განსაკუთრებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო და მოვუწოდებთ საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან.

მოვუწოდებთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ნატოს წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს და პარლამენტებს, ბუხარესტის და ჩიკაგოს სამიტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და მისი დემოკრატიული პროგრესის აღსაღნიშნად, მის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებზე უფრო ყოვლისმომცველი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, მიიწვიონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში კიდევ ერთი ნაბიჯის გასაკეთებლად და განიხილონ მისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი.'