დღის „ფეისბუქ–სტატუსი“: თქვენ – მოქირქილენი და... ბაჩო ახალაია – 7.11.2012.

  18:30:16     07-11-2012

დღის ფეისბუქ-სატუსი

David Goderdzishvili

"იმ ასაკში, რა ასაკშიც ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების სისტემა ჩაიბარა მინისტრის რანგში;

იმ ასაკში, რა ასაკშიც ბაჩო ახალაიამ მთელი ქურდული სამყრო გადაიკიდა მოსისხლე მტრად;

იმ ასაკში, რა ასაკშიც ამ ბიჭმა მუხლზე გადაიმტვრია უსასტიკესი, პირსისხლიანი და დაუნდობელი, ქურდული სამყაროს ძირითადი საყრდენი - ციხის შიგნით შექმნილი სიტუაცია, სხვათა შორის თქვენივე დაკვეთით და თქვენთვის, რომ თქვენ გეცხოვრად უსაფრთხოდ, თქვენს შვილებს ეთამაშათ ეზოებში შიშის გარეშე და თქვენ გძინებოდათ ღამღამობით მშვიდად და სანამ გეძინათ, თქვენი ცოლის ტრუსები არ მოეპარა ვინმეს;

იმ ასაკში, რა ასაკშიც ბაჩო ახალაიამ გაბედა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, პასუხისმგებლობა, რომელიც არ იყო უბრალოდ პასუხისმგებლობა, ეს არ იყო „პარკოვშიკობა“, პროგრამისტობა, მიმტანობა ან მაღაზიაში კონსულტანტზე დაკისრებული პრიმიტიული მოვალეობა-პასუხისმგებლობა, ეს იყო ასობით და ათასობით ადამიანის ბედზე, კანონის და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, იმ და ისეთ მენტალობის ადამიანების ბედზე რომლებიც თქვენ გპარავდნენ, თქვენ გაყაჩაღებდნენ, გაბახებდნენ გამცირებდნენ, გჩაგრავდნენ და გკლავდნენ...

ეს იყო თქვენი, ანუ საზოგადოების წინაშე, აღებული პასუხისმგებლობა, თქვენი ნაწილის, ანუ იმ „საზოგადოების“ წინაშეც, რომელმაც სულ მცირე ხანში, ერთი კაცის მიმართ მონური ლაქუცით და ერთი კაცის პირადი ზიზღით –

თქვენივე გამბახებელი,

თქვენზევე მოძალადე,

თქვენივე სისხლისმსმელი,

უამრავი ახალგაზრდა პოლიციელის სიცოცხლის ფასად პატიმრობაში მყოფი ნაძირალები წამებულ სახალხო გმირებად შერაცხეთ...

იმ ასაკში, როდესაც ბაჩო ახალაიამ არა მარტო საკუთარი, არამედ თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლეც ჩააგდო საფრთხეში, ისევ თქვენი მშვიდი და უსაფრთხო მომავალისათვის...

აი, იმ ასაკში ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ დედიკოს ნაყიდ ნასკებში დადიოდით და მამიკოს ართმევდით დილაობით მარშრუტკის ფულს...

ოჯახის შექმნის გეშინოდათ, დიდი პასუხისმგებლობააო... პარტიას უმღერდით უფროსები, წითელი ყელსახვევებით, ტრაქტორებზე ლექსებს კითხულობდით და კომკავშირლობდით ხმის ამოღების შიშით სოროებში შემძვრალნი...

ქვა ქვაზე არ გქონდათ დადებული და მშობლების ბინაში ცხოვრობდით, ბირჟაზე დგომით, სმით და პლანის წევით და**ევებულები...

აი, იმ ასაკში, ამ ახალგაზრდა ბიჭმა ჩაიბარა დამპალი და უსასტიკესი სისტემა, სისტემა, რომელიც მაშინდელ „სახელმწიფოზე“ ძლიერი იყო და, ფაქტობრივად, მართავდა მას...

მან ჩაიბარა სისტემა არა ისე უსუსურად, როგორც დღეს თქვენი ჩლუნგი და მხდალი კუმირები იბარებენ, არამედ ამაყად, მარტომ და მიუხედავად თქვენი ქირქილის, შურისა, აბსურდული ჭორებისა და სიბინძურისა, რომლითაც თქვენ, „დემოკრატიულ ღირებულებებზე გაზრდილი წითელი ინწილიგენცია“ მის ყოველდღიურობას უხვად ამკობდით, მან შეძლო და ერთი-ორ, მისსავე მსგავსად იდიალისტ, ანთებულ და ნებით აღსავსე ადამიანთან ერთად გააკეთა ის, რაც ვერ შეძელით თქვენ, თქვენმა წინაპრებმა, და მთელმა თქვენმა უსუსურმა თანამოაზრეებმა, ერთად აღებულებმა, მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე.

მე მეამაყება, რომ ბაჩოს ეყო ვაჟკაცობა ამ მხდალ და პოლიტიკურ სანაგვეზე ნაპოვნ მძორებთან თავისი ფეხით მისულიყო და მარტო დარჩენილიყო მათთან უთანასწორო სიტუაციაში, აღმოჩენილიყო პირისპირ!

მე მეამაყება, რომ თქვენგან განსხვავებული ღირებულებები მაქვს!

და მე მრცხვენია, რომ თქვენ ხართ ჩემი თანამედროვენი:

მოქირქილე, დაუნახავი, მონური აზროვნების მქონე საქართველოს მოქალაქენი..." 

წყარო