ივანიშვილმა კახელების დასახმარებლად გადარიცხული 80 მილიონი უკან დაიბრუნა

  15:48:01     05-11-2012

საქართველოს რეგიონული განთვირების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კახეთისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი უკან დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, სტიქიის გამო დაზარალებული კახელების დასახმარებლად 80 მილიონი ლარი გადარიცხა, თუმცა, როგორც ჩანს, გაპრემიერებულ ივანიშვილს თანხის უკან დაბრულება მოუნდა. მინისტრმა ნარმანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ივანიშვილს სახელწემფომ უკან დაუბრუნა 80 მილიონი ლარი.

ეს თანხა, თავდაპირველად ივანიშვილს სახელმწიფომ ჯარიმის სახით დააკისრა. ბიძინამ ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა, მაგრამ განაცხადა, რომ 80 მილიონს კახელების დასახმარებლად გადარიცხავდა.

როგორც ჩანს, „კახელების დახმარება“ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო...