
კალაძე-ნოღაიდელის ფარული შეხვედრა
14:28:15     02-11-2012
ენეგეტიკის მინისტრი კალაძე თავის ძველ ბიზნეს-პარტნიორსა და პუტინთან ჩახუტებულ ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა. ნოღაიდელი სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერ მინისტრი იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც გადადგა, მოსკოვში გაიქცა და პუტინის დახმარებით ცდილობდა ქართული ოპოზიციის ფლანგის გამაგრებას.
მანამდე კი, კალაძემ, ნოღაიდელს „კალა კაპიტალში“ მმართველის პოსტი შესთავაზა. „დაღლილ ვირს“, როგორც მას ლეიბორისტები უწოდებენ, მუდამ გვერდით ჰყავდა გია ქავთარაძე, ედუარდ შევარდნაძის კადრი და კალაძის ამჟამინდელი მოადგილე.
ამ ინფორმაციას, ოფიციალურად არც ერთი მხარე არ ადასტურებს. მიუხედავად ამისა, უკვე შეინიშნება ყოფილი პრემიერ მინისტრის პოლიტიკური გააქტიურების ნიშნები. გამორიცხული არაა, რომ ბიძინამ, მას, ახალი „ამპლუა“ შესთავაზოს.
მანამდე კი, კალაძემ, ნოღაიდელს „კალა კაპიტალში“ მმართველის პოსტი შესთავაზა. „დაღლილ ვირს“, როგორც მას ლეიბორისტები უწოდებენ, მუდამ გვერდით ჰყავდა გია ქავთარაძე, ედუარდ შევარდნაძის კადრი და კალაძის ამჟამინდელი მოადგილე.
ქავთარაძე-ნოღაიდელს, ერთობლივი ბიზნეს-ინტერესები ჰქონდათ და აქვთ - როგორც ენერგეტიკაში, ისე სხვა სფეროშიც. თუმცა, კალაძისთვის, ეს სულაც არ აღმოჩნდა „დაბრკოლება“ და მან, ენერგეტიკის სამინისტრო, ფაქტობრივად, ნოღაიდელის პირად წარმომადგენელს ჩააბარა (სხვათაშორის, ქავთარაძესთან დაკავშირებით კითხვები აქვს "ქართული ოცნების" წევრს, მამუკა არეშიძესაც. "ნუ ცდილობს ვინმე, რომ საზოგადოება და ივანიშვილი მოატყუოს, თითქოს ზოგიერთი მინისტრის მოადგილე პატიოსანია" - განაცხადა არეშიძემ).
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, რამდნეიმე დღის წინ, კალაძე ფარულად შეხვდა ნოღაიდელს. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სავარაუდოდ, ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორებმა ენერგეტიკულ ინტერესებსა და ნოღაიდელ-ივანიშვილის მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს.ამ ინფორმაციას, ოფიციალურად არც ერთი მხარე არ ადასტურებს. მიუხედავად ამისა, უკვე შეინიშნება ყოფილი პრემიერ მინისტრის პოლიტიკური გააქტიურების ნიშნები. გამორიცხული არაა, რომ ბიძინამ, მას, ახალი „ამპლუა“ შესთავაზოს.