ივანიშვილის ბრძანებით, დევნილები შესაძლოა პოლიციამ ძალით გამოასახლოს
12:34:31     30-10-2012
დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა, ჯანდაცვისა და დევნილთა მინისტრებთან კონსურტაციების შემდეგ, სხვადასხვა შენობებში შეჭრილი დევნილების იძულებით გამოყვანა დაგეგმა. მას ამ საკითხებზე სპეციალური თათრიბი ჰქონდა შს მინისტრ ღარიბაშვილთანაც.
დევნილთა მინისტრმა დარახველიძემ გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ „კერძო შენობებში შეჭრილ დევნილებს უკანონოდ დაკავებული ფართის დატოვება მოუწევთ“, - იგულისხმება თუ არა, „შენობების დატოვებაში“ იძულებითი ღონისძიებები, ეს ქსენოფობიურ განცხადებებში შემჩნეულ მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
დარახველიძის მსგავსად, დევნილთა მიერ უკანონოდ დაკავებული შენობების დატოვებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი და ივანიშვილის ფავორიტი სერგენკოც. ის, მართალია, ალტერნატიულ ფართებსა თუ ფულად დახმარებაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, მისი მონოლოგი, ამ თემაზე, მაინც გაუგებარი და წინააღმდეგობრივია.
რას აპირებენ დევნილები?
რკინიგზის საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაში მცხოვრები დევნილთა უმრავლესობა შიმშილობის დაწყებასა და რადიკალურ ქმედებებზე ალაპარაკდა. „ამოვიკერავ პირს და დავიწყებ შიმშილობას. მოვიდეს პრესა და გააშუქოს. ჩვენ არ გვინდა ქირის გადახდა, ვითხოვთ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას“, - აცხადებენ ისინი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, არჩევნების შემდეგ დევნილებმა 200-მდე შენობა დაიკავეს. ისინი შენობების დატოვებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება საცხოვრებელ ბინებს არ გადასცემს.
გაპრემიერებული ივანიშვილი, რომელიც თავს ქველმოქმედებით იწონებდა, დევნილთა პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა „სატყუარით“ ცდილობს. მან, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი ფულის დახარჯვას.
ამ განცხადებამ ბევრ ისეთ მეოცნებე ამომრჩეველს გაუცრუა იმედი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ კეთილი ჭორვილელი საკუთარ მილიარდებს არსენა მარაბდელივით ჩამოურიგებდა ღარიბებს...
რას აპირებს ხელისუფლება?
შექმნილი მდგომარეობის მიხედვით, გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლებასა და დევნილებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბოს. ივანიშვილი, რომელმაც შს მინისტრთან „დევნილთა პრობლემის გადაწყვეტის შესახებ“ უკვე მოითათბირა, ჯერჯერობით დუმს.
თუმცა, სახელისუფლებო წრეებში ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრს ძალის გამოყენება მოუწევს, თუ, რა თქმა უნდა, მერყევმა ოლიგარქმა, 200-მდე შენობიდან დევნილთა გამოსახლება არ გადაიფიქრა.