გაბაშვილი: ოპონენტების შეფასებები სრული სისულელეა...
11:17:39     26-10-2012
საპარლამენტო ცხოვრება ქუთაისში აქტიურად დაიწყო. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, მწვავე დებატები მიმდინარეობს და ერთმანეთის მისამართით, კრიტიკის პარალელურად, ბრალდებებიოც ისმის. საქართველოში ახალ პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გოკა გაბაშვილს ესაუბრა.
- ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირეთ... როგორ შეაფასებთ მათ სამთავრობო პროგრამას?
- მათ გეგმას ვერ შევაფასებ, რადგან გეგმა არ არსებობს. მათ მხოლოდ პროგრამა აქვთ, სადაც კეთილი სურვილების ჩამონათვალია გაკეთებული. ამ სურვილების ასრულებას კი, თუ რა გზით, რა მექანიზმებითა და როდის შეასრულებენ, ეს არ ჩანს.
ახალ მთავრობას ქვეყნის მართვის არანაირი მწყობრი ხედვა და გეგმა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ძალიან პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებზე, მინისტრები სამომავლოდ სრულიად ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკას ასახელებენ. კერძოდ, ეს შეეხება ეკონომიკას, საგარეო სფეროს თუ სხვა საკითხებს. სჯობს, მთავრობის ქმედებებს დაველოდოთ და რა მოხდება შევხედოთ.
- საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სვლას განაგრძობს და მათი მიზანი ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგება იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნებს შორის დიალოგის წარმოება?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაა, თუმცა, იმას ვერ ამბობენ, ამისთვის თუ რა გზებს გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი იქნება თუ ამ დიალოგს, საქართველოს ეროვნული ინტერესები შეეწირება.
- სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, აჟიოტაჟია ატეხილი. თქვენ აცხადებთ, რომ ბიუჯეტში 2 მლრდ ლარია მობილიზებული, ახალი მთავრობა ამბობს, რომ ხაზინაში მხოლოდ 2 მლნ ლარია. რეალურად, რა თანხა ხვდება ახალ ხელისუფლებას?
- ოპონენტების შეფასებები სრული სისულელეა, რადგან აქ არ შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს. ყოფილმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა დეტალურად ახსნა ბიუჯეტში თუ რა თანხაა და ეს ყველაფერი, რეკვიზიტების მიხედვით, დააფიქსირა. ახალ მთავრობას 2 მლრდ ლარზე მეტის მობილიზება შეუძლია.
- პარლამენტში დაპირისპირებებისა და დებატების სეზონი უკვე გაიხსნა. ოპონენტები ძველ ხელისუფლებას მკაცრად გაკრიტიკებენ. დამატებით ბრალდებებსა და დაძაბულობას ელოდებით?
- უმრავლესობამ რაც ზუსტად იცის, ეს არის, რომ წინა ხელისუფლება უნდა ლანძღონ და ამის ფონზე, არცერთი ჩამოყალიბებული ხედვა და პროგრამა არ უნდა ჰქონდეთ.
უმრავლესობა კოლექტიური პროკურორის სახით მოგვევლინა და ბრალდების ტონით გველაპარაკება. ბევრი ჩვენი კოლეგა პროფესიონალ ცილისმწამებლად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, რომ ეს პროფესიონალური ცილისწამება, უმრავლესობის მხრიდან, მომავალშიც გაგრძელდება.
ბევრი პარლამენტში ამისთვისაა მოსული და არა იმისთვის, რომ ხალხი უკეთ ცხოვრობდეს, ეკონომიკა წინ წავიდეს და უფრო მალე გავხდეთ ნატო-ს წევრები.
მათი მიზანია ლაფის სროლა მაღალი ტრიბუნიდან და ეს იქნება მათი რეალური პროგრამა პირველი თვეების განმავლობაში. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ საპროტესტო მიტინგებზე აღარ არიან და ლანძღვა-გინებას შეეშვან.