
მწერალი ნაირა გელაშვილი კალაძის მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებს (ვიდეო)
15:41:11     24-10-2012
მწერალი ნაირა გელაშვილი კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებს - "შემაშფოთებელ არასერიოზულობად მივიჩნევ კახა კალაძის დანიშვნას ენერგეტიკის მინისტრად. უკმაყოფილებამ კულმინაციას მიაღწია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ მას ინტერესები აქვს ამ დარგის სფეროში" - აცხადებს მწერალი.