გივი თარგამაძე: ირაკლი ალასანია საკუთარ თავზე ბევრს იღებს
11:52:07     24-10-2012
მეოცნებე ხელისუფლებამ სამთავრობო პროგრამა წარმოადგინა. პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია სამ სტრუქტურულ ერთეულს დაეკისრება - კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტსა და ანტიტერორისტულ ცენტრს.
რეორგანიზაციას კუდ-ი და სოდ-ი დაექვემდებარება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს, მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება სწრაფი და მობილური დანიშნულების ძალების გაწვრთნასა და მათი შესაძლებლობების გაზრდაზე.
უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები იქნება და საქართველოს თანამონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში გაგრძელდება. პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ თავდაცვის კომიტეტის წევრს, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს ესაუბრა:
- როგორ აფასებთ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამთავრობო პროგრამებს?
- ღარიბაშვილის შემთხვევაში ძალიან დეტალური ხედვები იქნა წარმოდგენილი, ხოლო ალასანის შემთხვევაში, დეტალური ხედვისგან ძალიან შორს ვართ. ალასანიას ხედვების შესახებ დოკუმენტი გვჭირდება, რომელიც არ არსებობს, მაგრამ ბუნებრივია, რომ ალასანიამ სარდლობასთან ერთად საკითხები უნდა გადაწყვიტოს, რის შემდეგაც შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შესაძლებლობა გვექნება.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შენარჩუნდება თუ არა, ძალიან მაინტერესებს. ამასთან, მთავრობის დოკუმენტში არ არის ნახსენები ოკუპაცია და ეს ყველაფერი ნახსენებია, როგორც კონფლიქტები. ოკუპაციის ტერმინის დაკონკრეტებას კი, ყველა დოკუმენტებში მოვითხოვთ.
- ტერმინის არდაფიქსირებას, შემთხვევითობას არ უკავშირებთ?
- ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ზეპირი საუბარის დროს, ოკუპაციას ახსენებენ, მაგრამ დოკუმენტებში ამას არ აფიქსირებენ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი როგორ გარდაიქმნება, ვნახავთ.
- როგორ ფიქრობთ ძალოვანი უწყებები ღია და გამჭირვალე იქნება?
- უწყების ღიაობასთან დაკავშირებით, ძალიან გადამეტებული შეფასებები კეთდება. ბუნებრივია, არასამთავროებსა და მედიას სტრუქტურების ღიაობის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ეს უწყებები, სტრუქტურულად ღიაობის საშუალებას ვერ იძლევიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში მარტო შენობები ნამდვილად არ იყო გამჭირვალე.
- წინასაარჩევნოდ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თქვენი ხელისუფლება არაფორმირებულ ჯგუფებს ქმნიდა, რომლის გამოყენებასაც ოპოზიციის საწინააღდეგოდ გეგმავდით. მაშინ, ალასანიას ინფორმაციას მმართველი გუნდი კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ალასანია ამჟამად ამბობს, რომ მას ამ ინფორმაციის გაცნობა დეპუტატებისთვისაც შეუძლია. კვლავ თქვენს პოზიციაზე რჩებით?
- ეს თემა კიდევ ერთხელ დაისვა, თუმცა, ვთვლი, რომ არასწორად. ალასანია ამბობს, რომ ამ თემას, მედიის თანდასწრებით არ გაშლის, მაგრამ პირველად მან განცხადება სწორედ მედიისთვის და სიტუაციის დაძაბვისთვის გააკეთა, მაგრამ დღეს წინასაარჩევნო რეჟიმი მოხსნილია.
მიუხედავად ამისა, ალასანია ჩქარობს და საკუთარ თავზე ბევრს იღებს, რადგან ის არც პროკურორია და მას არც სამხედრო პოლიცია არ ექვემდებარება.
თუ ალასანია კანონის დარღვევაზე საუბრობს, მაშინ ეს უნდა იყოს ან პროკურატურის ქვემდებარე ან სამხედრო პოლიციის ან საპარალმენტო კომისიის რაიმე დასკვნა უნდა არსებობდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ალასანია ან თავის შეხედულებებს ან ჭორებს გადგვმოცმებს, რომელიც სადმე მოისმინა. ამიტომ, უნდა მოითმინოს და აქვს საშუალება ეს გამოიძიოს, შესაბამისი დასკვნა დადონ და შემდეგ გველაპარაკონ.
- თავდაცვის ექს-მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ქვეყანა დატოვა. როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას?
- ამ საკითხის შეფასება არ მსურს, რადგან მისი გადაწყვეტილების არსი და საფუძველი არ მესმის.
- რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნებს შორის დიალოგის განახლება, ემბარგოს მოხსნა და მოლაპარაკებების წარმოება?
- სამთავრობო პროგრამებში კეთილი სურვილები ან ოცნებებია მოცემული, რადგან იქ წერია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერით რუსეთთან დიალოგის აღდგება მოხდება, მაგრამ მათი ოპტიმიზმი რას ეფუძნება, არ მესმის.
ამბობენ, რომ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის წარმოების გზები მოიძებნება. ამ გზებს, ყველა ვეძებდით და თუ მათ იცოდნენ და არ გვეუბნებოდნენ, ეს გამოჩნდება. ამ კუთხით, ახალს არაფერს ველი, რადგან რუსები და პლანეტა არ შეცვლილა და არც ოკუპაცია გამქრალა სადმე.
- თქვენი პროგნოზით, როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ბიძინა ივანიშვილი?
- არ მინდა, რომ ვანგას როლში ვიყო.
- რა კავშირი გქონდათ რუს ოპოზიციონერებთან, რადგან თქვენს სახელს რუსეთში არეულობების დაფინანსებას უკავშირებენ?
- როგორც ჩანს, შემხვედრ ნაკადებში მოვყევი, რადგან ერთი ფრთა არის, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის ბიძასთან ერთად, მოსკოვში ვზივარ და პროამერიკული პროექტის ბიძინა ივანიშილის მთავრობის დამხობას ვგეგმავ და მეორე ფრთა აცხადებს, რომ მინსკიდან პუტინს ვამხობდი.
ჩემდამი ასეთი ყურადღება რას უკავშირდება, არ ვიცი, თუმცა, როგორც ჩანს, ერთმანეთს აყოლილი პროცესია. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ეს ყველაფერი ყოველგვარ საბაბს მოკლებულია და პუტინის ჯიბის ტელევიზიების მიერ მოგონილი სულელური ფილმის ნაწილია.