
სმოლენსკის კატასტროფის შემაძრწუნებელი ფოტოები
13:46:08     23-10-2012
ბლოგერი, რომელმაც ინტერნეტში სმოლენსკის კატასტროფის ამსახველი ფოტოები გაავრცელა, რის გამოც პოლონელთა აღშფოთების ობიექტად იქცა, კვლავ აგრძელებს შემზარავი სურათების გამოქვეყნებას.
ამჯერად, მან ცხედრების ფოტოები გაავრცელა, ფოტომასალას კი თავისი დასკვნებიც დაურთო.
ბლოგერი თვლის, რომ სმოლენსკის ავიაკატასტროფა, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ემსხვერპლნენ, დივერსია და ტერაქტი იყო და არა უბედური შემთხვევა. თუმცა პოლონელების პროტესტი თავად სურათებმა გამოიწვია, რომლებიც დაღუპულთა ახლობლებისათვის და არა მარტო მათთვის, მართლაც შემაძრწუნებელი ეფექტის მქონეა.
ბლოგერი წერს, რომ კაჩინსკის თვითმფრინავი დაჯდა მიწაზე, თუმცა მისი მგზავრები თვითმფრინავში დახოცეს და შემდეგ გადმოტვირთეს იმ ნარჩენებთან ერთად, რომელიც თითქოსდა, თვითმფრინავის დანგრეულ-დამტვრეულ ნაწილებს წარმოადგენდა.
ის ამტკიცებს, რომ არანაირი ხანძარი ტრაგედიის ადგილზე არ ყოფილა: ცხედრებს ტანსაცმელი გახადეს და დაამუშავეს, ვიდრე ისე დააწვენდნენ, როგორც ფოტოებზეა ასახული.
,,ფოტოებზე არავითარი ხანძრის კვალი არ ჩანს, რომელსაც ოფიციალურ ფოტოებზე აქრობდნენ კატასტროფის პირველ წუთებში. ამ ფოტოებზე მშრალი ბალახი ჩანს, რომელსაც შემდეგ გადაღებისთვის წაუკიდეს ცეცხლი. ... ობიქტი მშრალი მასალის გარემოცვაში დევს და ჩანს, რომ ის სხვა რეკვიზიტებთან ერთად მიიტანს. ცხედრები გახდილია, - წინდებითა და მათ გარეშე. გამორიცხულია, რომ ისინი წინდების გარეშე ყოფილიყვნენ თვითმფრინავში, ეს კი მოწმობს, რომ ესეც მოწყობილია” - წერს ის.
ასევე ამტკიცებს, რომ ფოტოების თანახმად, ცხედრები ჯერ მიწაში ამოსვარეს სპეციალურად და შემდეგ გახადეს ტანთ. და რაც მთავარია, ცხედრები პირდაპირ კატასტროფის ადგილზე ჩააწვინეს კუბოებში – ყოველგვარი მორგისა და ექსპერტიზის გარეშე.
,,გასაგებია, რომ მიწაში ცხედრების ასე ამოსვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მოათრევდნენ და არა ხელით გადაიტანდნენ. სკოტჩით მიმაგრებული ბირკებიც კი დასვრილია თრევისას” - წერს ბლოგერი, რომელიც ამტკიცებს, რომ სმოლენსკის ტრაგედია მხოლოდ კატასტროფის ინსცენირება იყო და რეალურად, პოლონეთის პოლიტიკური ელიტა რუსეთის ტერიტორიაზე თვითმფრინავის დაჯდომისთანავე წინასწარგანზრახულად დახოცეს.
უკვე გაირკვა, რომ ფოტოები რუსმა ბლოგერებმა გამოაქვეყნეს, რომლებიც სულაც არ ფიქრობენ, რომ ამ მასალების გამოქვეყნება ამორალურია.
ამორალურია იმ მკვლელობაზე, ამ ცრუ კატასტროფაზე ხელის დაფარება.
,,მე ერთადერთი ანონიმური შეტყობინება მივიღე: ,,ჩვენ პოლონელებს, გვტკივა. აიღეთ ეს ფოტოები”:. და მორჩა. მათ ნათესავთაგან არავინ დამკავშირებია” - განაცხადა ბლოგერმა ანტონ სიზიხმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო ბორტის მგზავრები შეგნებულად დახოცეს. ის ამ აქტს რიტუალური მკვლელობის კვალიფიკაციას აძლევს.