კობახიძე: ეკატერინა ხვედელიძე „გადარეულია დეგენერატი გუბაზის არაკაცობით“
13:02:57     23-10-2012
რა ხდება „ქართული ოცნების“ კულუარებში?
არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ ბელადი, ბიძინა ივანიშვილი კოალიციაში არსებული პრობლემების მოგვარებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს.
ამბიციები, პატივმოყვარეობა, სკამები, ინტრიგები, ერთმანეთის სიძულვილი - ესაა ის პრობლემები, რომელთა მოუგვარებლობამაც, კოალიცია, შესაძლოა, დაშლის პირას მიიყვანოს.
ფანჯიკიძე VS დარახველიძე
ივანიშვილის პრეს-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, მაია ფანჯიკიძე, დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატს, დავით დარახველიძეს მტრობს.
დარახველიძე შევარდნაძის ყოფილი გუბერნატორია, რომელიც ჟურნალისტებისადმი აგდესიითა და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა. მისი კანდიდატურის გადახედვის შესახებ ივანიშვილს, არასამთავრობოემბაც მიმართეს. თუმცა, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და „პრობლემა მოაგვარა“.
„პრობლემის მოგვარების“ შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ მას „შანსი მისცა“. გაუგებარი დარჩა ერთი რამ: თუ დარახველიძეს არასამთავრობოები „შანსს“ აძლევდნენ, რატომღა ითხოვდნენ მისი კანდიდატურის შეცვლას?
ლაშა ტუღუში „უჩვეულო ყურადღებაზე“ საუბრობდა და გახარებული აღნიშნავდა, რომ ივანიშვილმა არასამთავრობოების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მზადყოფნა გამოთქვა. საბოლოოდ კი, ისე გამოვიდა, რომ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, მორჩილი ცხვრებივით დაეთანხმა დარახველიძის „არგუმენტებს“.
აღსანიშნავია, რომ მაია ფანჯიკიძემ რამდენჯერმე „ჩაუგდო“ სიტყვა ივანიშვილს დარახველიძის სხვა კანდიდატურით ჩანაცვლების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, ბიძინა „ეროვნული ფორუმის“ განაწყენებას მოერიდა.
დარახველიძე გუბაზ-შარტავას კადრია. ის კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ამბროლაურში, სადაც არჩევნები წააგო. სწორედ ამბროლაურს უკავშირდება ფანჯიკიძე-დარახველიძის დაპირისპირებაც.
თავდაპირველად, ფანჯიკიძეს სურდა, რომ ამბროლაურში მოესინჯა ძალები. შემდეგ კი, ვინაიდან ის კოალიციის პრეს-სპიკერი იყო და „დრო არ ჰქონდა“, ივანიშვილს რაჭველი ბიზნესმენის, დავით თევზაძის კანდიდატურა შესთავაზა. საბოლოოდ, გამარჯვებული მაინც „ფორუმი“ გამოვიდა და კოალიციის სახელით ამბროლაურში დავით დარახველიძე დააყენეს...
„რესპი“ ოცნება
გახსოვთ ალბათ ძველმოდური სიმღერა, თინას რომ მამალი ჰყავდა და ოპერაში მღეროდა... მართალია, ხიდაშელს ახლა ნამდვილი მამალი არა, მაგრამ ქმარი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს და ქუთაისის ახალ პარლამენტში „მღერის“...
„რესპებს“ ჯერ გია ხუხაშვილთან მოუვიდათ „რაზბორკა“. მოგვიანებით კი, როცა აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თინას დედას აგინებდა და უბინძურესი სიტყვებით ლანძღავდა, ხიდაშელი დეპრესიამ შეიპყრო.
ამბობენ, რომ თინამ „რესპების“ ერთ-ერთ თათბირზე საკმაოდ აგრესიულად განაცხადა: „ღარიბაშვილს მაგ არაკაცობას არ შევარჩენ. რაც არ უნდა დამიჯდეს, მოვა დრო და მწარედ ვანანებ“.
საოცარი ის იყო, რომ ხიდაშელის ამ „რეჩს“ ყველა დაეთანხმა (მათ შორის ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი ხმალაძეც), მისი რეალისტი მეუღლის, დავით უსუფაშვილის გარდა.
მან, ცოლს ურჩია, რომ წყენა იქამდე დაევიწყებინა, ვიდრე ამას პოლიტიკური ინტერესები მოითხოვდა. „მაგის დრო ახლა არ არის, თუმცა, აუცილებლად დადგება“ - ასე დაუმთავრებია შეგონება უსუფაშვილს.
ეკატერინა VS გუბაზი
გუბაზის უნამუსობას საზღვარი არ აქვს. ჯერ „მაყუთსა“ და მილიონერობაზე ოცნებობდა, მერე ივანიშვილი გვარიანად მოწველა, მოგვიანებით, მის ოჯახზე, კონკრეტულად კი - პატარა ბერაზე აგდებულად, დამცინავად და უხამსად საუბრობდა (ფარული აუდიოჩანაწერი).
მიუხედავად ამისა, გარეგნულად, გუბაზი და ივანიშვილი ერთიანობანას მაინც თამაშობენ. ამას ვერ ვიტყვით კოალიციის ბელადის მეუღლეზე - ეკატერინა ხვედელიძეზე.
მაგალითად: ახლადდაქორწინებული მანანა კობახიძე (ვიცე-სპიკერი), რომელიც კენჭს საჩხერეში იყრიდა, გუბაზ სანიკიძის შესახებ საკმაოდ აგრესიულად საუბრობდა ივანიშვილის ნათესავებთან.
მეტიც: ივანიშვილის საჩხერელ გარემოცვას კობახიძე უმტკიცებდა, რომ "ბატონი ბიძინას მეუღლე", ეკატერინა ხვედელიძე „გადარეულია დეგენერატი გუბაზის არაკაცობით“. „მაგ „ბოჭკას“ ისეთ რამეს გაუკეთებენ, რომ აღარასოდეს ახსენებს ივანიშვილის ოჯახს“, - ბაქი-ბუქობდა კობახიძე საჩხერელებთან.
ივანიშვილის საჩხერელი გარემოცვის წევრები ჰყვებიან, რომ კობახიძე გუბაზ სანიკიძეს ლანძღავდა, ხოლო მისი თანხმლები პირები „კოსმონავტს“ ყველა ბრუნვაში ატრიალებდნენ - „ცხრასართულიანებით“ ამკობდნენ.
ალასანია და ივანიშვილი
იმ ფარულ აუდიოჩანაწერებში ალასანია ერთადერთია, რომლიც ბიძინა ივანიშვილს „სამ ასოს“ უწოდებს. ბევრს ეგონა, რომ ბიძინა ალასანიაზე გამწარდებოდა... ხუმრობა საქმე ხომ არაა, კაცს თავი მესია ჰგონია, მისი ხელქვეითი „პატარა ბიჭი“ კი ყლ-ს ეძახის... თუმცა, ივანიშვილმა ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტზე მაინც წარადგინა (ამ ეტაპზე, სხვა გზა არც ჰქონდა).
არადა, შეთანხმების მიხედვით, ირაკლის შს მინისტრობა სურდა. მან კარგად იცის, რომ თავდაცვის მინისტრი უბრალო მენეჯერი იქნება. შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარება, რომელიც თავის მხრივ, მთავარსარდალს - პრეზიდენტ სააკაშვილს ემორჩილება.

კოალიციის შიგნით, ალასანიას თავდაცვაში გადასროლა, ბევრმა ივანიშვილის ერთგვარ შურისძიებად შეაფასა. იქნება ცოტა ხანს, ალასანია თავდაცვაში და თუ ბიძინას ისევ გაახსენდა, რომ „სამი ასო“ უწოდეს, გაუშვებს „სასწავლებლად“...