წიკლაური: უმჯობესი იქნება, ივანიშვილმა თავის მინისტრებს მიხედოს
15:05:54     22-10-2012
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევას გამორიცხავს და აცხადებს, რომ კონფიგურაციული ცვლილება არ მოხდება. მისი თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტის ქმედებებს ოპოზიცია გააკონტროლებს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ბიძინა ივანიშვილი, წიკლაური მიიჩნევს, რომ ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს სჭირდება. პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:
- პარლამენტი ახალ მთავრობას ხუთშაბათს დაამტკიცებს. როგორ აფასებთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს და მათ მხარს დაუჭერთ?
- უპირველესად, იმას უნდა დეველოდოთ თუ ვის წარმოადგენენ, რადგან რამდენიმე კანდიდატის შეცვლაზე საუბარი იყო. ახალ მთავრობას ხელს არ შევუშლით, თუმცა, მათზე მთელი პასუხისმგებლობა იქნება, რადგან ქართველი ხალხის ნდობა სწორედ მათ მიიღეს.
ახალი მინისტრთა კაბინეტის ქმედებებს, ოპოზიცია გავაკონტროლებთ და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ის, რაც საქართვლოში მიმდინარეობს აღარ იარსებებს. მართალია, ჩვენ ფუნდამეტური განსხვავებები გვაქვს, როგორც საგარეო კუთხით, ასევე შიდა მოწყობის თვალსაზრისით, მაგრამ კონსტრუქციული ოპოზივია ვიქნებით.
- თქვენი წარმოსახვით, როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ბიძინა ივანიშვილი?
- ვერ გეტყვით, თუმცა, ივანიშვილზე ჩემი პოზიცია ცნობილია. ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს სჭირდება.
- გოდერძი ბუკია, კახა ოქრიაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი და ენზელ მკოიანი მაჟორიტარები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდნენ, თუმცა, ისინი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებას არ აპირებენ.
რატომ?
- ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით პარლამენტში გავიდნენ და ჩვენი პარტია იმისთვის ზრუნავდა, რომ ისინი დეპუტატები გამხდარიყვნენ. თუ მათ პოლიტიკურ გემოვნებაში რაიმე ცვლილება მოხდა, ვერ გეტვით, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს ყოფნა სურთ.
- საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ მალე საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლებათ. როგორ ფიქრობთ, თქვენს გუნდში რყევები იქნება?
- ის გუნდი, რომელიც ჩვენს ფრაქციაშია, ძალიან მტკიცეა და ამ თვალსაზრისით, რაიმე კონფიგურაციული ცვლილება არ მოხდება.
- ვინაიდან, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, პარტიაში კადრების გადახალისებას უნდა ველოდოთ?
- თუ ჩვენს სიას დააკვირდით, ბევრ ახალ სახეს ნახავდით. ორი-სამი თვე იმის საშუალებას მოგვცემს, რომ დავინახოთ ვისი მუშაობა სად იქნება ეფექტური. ჩვენს საპროგრამო დებულებებთან დაკავშირებით კი, მუშაობა გაგრძელდება და პროგრამურ საკითხსა და საპარლამენტო ბატალიებში ვინც ეფექტური იქნება, ის ჩვენს რიგებში, წინა ადგილებს დაიკავებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძველ სახეებზე ჩამოკიდებული არ არის. ჩვენ გვიკავშირდება ქვეყნის განვითარებისა და მოდერნიზაციის იდეა და დარწმუნებული ვართ, რომ ამას ამომრჩევლებს მალე ვაჩვენებთ.
- თუმცა, მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნების შანსი არ აქვს. როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?
- ჩვენ ქართველი ხალხის 41 პროცენტიანი მხარდაჭერა მივიღეთ და ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ოპოზიციური ფლანგზე, ჩვენს გარდა, ვერც ერთ ძალას ვერ ვხედავთ და ივანიშვილის სიტყვები რას ეფუძნება, არ ვიცი. უმჯობესი იქნება, ივანიშვილმა თავის მინისტრებს მიხედოს, რომლებიც შევარდნაძის დროს იყვნენ სამინისტროებში და ხალხის ფულს იპარავდნენ. ზოგი კი, დარახველიძის მსგავსად, ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდა.