მკვლელები გამოუშვით ციხიდან - „ფარჩაკებო“!!!
12:47:09     19-10-2012
ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშილი აცხადებს, რომ „სასწრაფოდ მასშტაბური ამნისტიაა საჭირო“. მისი აზრით, ყველას, ვინც ციხეში ზის, სასჯელი უნდა გაუნახევრდეს.
„ეს ურთულესი საკითხია, მე ვფიქრობ, რომ პატიმრები დიდი ხნით რომ არ დავტოვოთ ციხეში, სასწრაფოდ მაშსტაბური ამნისტიაა საჭირო. ვინც ციხეში ზის, სასჯელი ყველას უნდა გაუნახევრდეს.
აქცენტი არანაირ მუხლებზე არ უნდა გადავიტანოთ. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საქმეების გადახედვა. ადამიანებს გაუმართლებელ სასჯელს უსჯიდნენ“, - განუცხადა „ლიბერალს“ "მეოცნებე" ზაზა ხატიაშვილმა.
მის ამ განცხადებას, აკრიტიკებენ საზოგადოების წარმომადგენლები. ფაქტობრივად, ხატიაშვილი აცხადებს, რომ სასჯელი უპირობოდ უნდა გაუნახევრდეს: მკვლელებს, ყაჩაღებს, ტერორისტებს, მოძალადეებს და მძიმე დანაშაულის გამო გასამართლებულ პატიმრებს...
საინტერესოა, როგორ აფასებენ მოკლული შვილების მშობლები ხატიაშვილის ამ „ლიბერალურ“ განცხადებას? სხვათაშორის, როცა ხატიაშვილი ადვოკატობდა, ის არასოდეს იცავდა მკვლელებს და მიაჩნდა, რომ მკვლელთა დაცვა, მისი მხრიდან ამორალური საქციელი იქნებოდა. ახლა რა მოხდა? რატომ ითხოვს ხატიაშვილი მკვლელებისთვის სასჯელის შემსუბუქებას?
ხატიაშვილის ამ ინიციატივის რეალობად ქცევის შემთხვევაში, შესაძლოა შეიქმნას ვითარება, როცა მკვლელობა, ყაჩაღობა, ძალადობა... ხელისუფლების მიერ წახალისებული იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ კოალიციაში აღმოჩნდებიან ისეთებიც, ვინც მკვლელებისთვის სასჯელის განახევრების ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ სისხლიან ისტორიებზე, რომელიც მკვლელთა მასობრივ გათავისუფლებას აუცილებლად მოჰყვება, პასუხს ივანიშვილი და ყველა ის ადამიანი აგებს, ვინც ამ უგუნურობას არ შეეწინააღმდეგება.