რეი ჩარლზი და მისი ციტატები სხვადასხვა ინტერვიუებიდან...

  13:54:32     17-10-2012

„მამა წავიდა. სახლში ხშირად პურის ერთი მარცვალიც კი არ იყო. სწორედ ამიტომ, დედა იძულებული გახლდათ ნებისმიერ სამსახურს დათანხმებოდა. შვილები დედასთვის მთავარი სიმდიდრე იყო, იგი ჩვენ გვაღმერთებდა. მუსიკისადმი ლტოვლა ხუთი წლის ასაკში გამოვამჟღავნე. ჩემი ძმა კი ზედმეტად ჭკვიანი და ნამდვილი გენიოსი იყო. მოხუცები ამბობდნენ: „ბიჭუნა ძალიან ჭკვიანია. ალბათ დედამიწაზე დიდ დროს არ დაჰყოფს“, - თითქოს ისინი რაღაცას გრძნობდნენ.

ერთხელ, როცა დედა სარეცხს ფენდა, თავიდან ფეხებამდე სველი მივედი მასთან. თურმე ვტიროდი და ვყვიროდი, რომ მინდოდა შველა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მახსოვს ყველაფერი ისეთი მძიმე მეჩვენებოდა, დედას ხელი დავავლე და წავიყვანე. დედამ დიდ კასრში ჩემი ძმის სხეული შენიშნა, ამოიყვანა იგი, ცდილოობდა მის გადარჩენას, ითხოვდა შველას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მე ვტიროდი და პატიებას ვითხოვდი, თუმცა დამნაშავე არ ვიყავი. ჩვენ ეზოში ვთამაშობდით, ვერც კი დავინახე როგორ ჩავარდა ჩემი ძმა წყლით სავსე კასრში.

დედას არასდროს დაუდია ჩემთვის ბრალი, მაგრამ ხუთი წლის ასაკში თავზე დატეხილი საშინელება არ მცილდებოდა. საკუთარი ოთახიდან აღარ გამოვდიოდი. ბუნდოვანება შეეპარა ჩემს მხედველობას. ვცდილობდი საგნების ძველებურად კარგად გარჩევას, მაგრამ ვეღარ ვახერხებდი. დედამ ექიმთან წამიყვანა და თან არა ერთთან, თუმცა ყოველი მათგანი ამბობდა: „ბიჭუნას მხედველობის დაკარგვა ელის“ და ერთი წლის შემდეგ ასეც მოხდა, თითქოს წინასწარმეტყველება ახდა!“

„დარჩა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ომი არ იწყება, ეს მუსიკაა“

„დედა ყოველთვის ამბობდა ჩემზე: ის უსინათლოა, მაგრამ არა უჭკუო“

„მახსენდება კონცერტი, სადაც სცენაზე დუკ ელინგტონთან ერთად უნდა მემღერა. სანამ დუკის სახელს გამოაცხადებდნენ, იგი ექიმების გარემოცვაში იყო. თუმცა, სცენაზე გამოსვლის შემდეგ ვერვაინ ვერ შენიშნა თუ რამხელა პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აი, რა სასწაულების მოხდენა შეუძია უბრალო ნოტებს. თუ თავს ცუდად გრძნობთ, წადით შინ, მოუსმინეთ საყვარელ მელოდიებს და გახსოვდეთ, რომ მსგავსი სასწაული თქვენც შეგემთხვევათ!“

„ამბობენ, რომ ნებისმიერ ომს გარკვეული მიზანი აქვს, მე არ შემიძლია ამ შეხედულებას დავეთანხმო“

„კარგი მხედველობის მქონე ადამაინებს ხანდახან ავიწყდებათ, რომ უსინათლოებს აზროვნება შეუძლიათ!“

„მე საკუთარ თავს ანალიზსს არ ვუკეთებ: უბრალოდ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ...“

„უკეთესია ყოველი დღე ისე განვლო, თითქოს იგი შენი უკანასკნელი საათებია, ერთხელაც აუცილებლად მართალი აღმოჩნდებით“

„ფორტეპიანო - არც მეტი და არც ნაკლები, ეს მუსიკის საწყისია“

„დღეს ყველა საუბრობს მიკროჩიპზე, რომელიც ტელევიზორებში უნდ დავამონტაჟოთ, რათა ბავშვებმა გარკვეული კადრების ხილვა ვერ შეძლონ. ჩემს ბავშვობაში მსგავსი მეთოდი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, რადგან ჩემი მიკროჩიპი დედა იყო“

„როცა კარგ სიმღერას ქმნი, მისი გაფუჭება ცუდი ხმის მქონე მომღერალსაც კი არ შეუძლია“

„როცა მღერი, მთავარია მიაღწიო იმას, რომ მსმენელს შენი სჯეროდეს“

„საერთოდ აღარ მახსოვს რა არის მხედველობა. მთავარია მახსოვს როგორ გამოიყურება დედა და კიდევ მახსოვს ულამაზესი ყვავილები“

„მხედველობა - ეს არის ის, რაც შენს ქვეცნობიერში არსებობს“.