კარტოფილის ორცხობილა

  09:39:56     17-10-2012

მასალა:

კარტოფილი 5ც.

ხახვი 2–3 თავი

ნიორი 2–3 კბილი

პურის ფქვილი რასაც შეიზელს (დაახლოებით 1–1/2 ჭიქა)

მარილი გემოვნებით

მცენარეული ზეთი შესაწვავად.

მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ ფქვილი, მარილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად, დავაწყოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ ზეთში შემწვარი ხახვი (შემწვარ ხახვს წინასწარ შევურიოთ ნიორი და მარილი).