დარახველიძე: ბატონო? რა ქსენოფობიური განცხადებები გავაკეთე, ჰა? (ვიდეო)

  18:18:07     16-10-2012

დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად დღეს დასახელებული დავით დარახველიძე ჟურნალისტების კითხვებს უკვე გაურბის. შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების წევრი ვერც საკუთარ წარსულს იხსენებს.

დარახველიძე შევარდნაძის დროს, გუბერნატორი იყო რაჭაში. ის, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ხალხმა გუბერნატორის კაბინეტიდან გამოაგდო... 

„პრესა.ჯი“: ძალიან რთული სამინისტრო ჩაიბარეთ... რა სახის რეფორმებს გეგმავთ უწყებაში?

დავით დარახველიძე: ბატონო? სატელეფონო კომენტარს არ ვიძლევი. ეს ერთი! მეორე, ამ თანამდებობაზე რამოდენიმე საათის წინ წარმადგინეს. ამიტომ. ცოტა ნაადრევია სამომავლო გეგმებზე საუბარი, გაიგე?

- მაშინ უახლოეს წარსულზე ვისაუბროთ... თქვენ მიერ არჩევნებამდე გაკეთებულმა ქსენოფობიურმა განცხადებებმა საზოგადოების აგრესია გამოიწვია...

- ბატონო? რა ქსენოფობიური განცხადებები გავაკეთე ჰა? არც ერთი უცხო ეროვნების მოქალაქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რეებს ბოდავთ და რეებს მიგონებთ... ასეთ თემებზე ნუღარ მირეკავთ, გაიგე?

- ბატონო დავით, არსებობს კადრები, სადაც აცხადებთ, რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის უნდა იყოს. რომ თბილისში, ყოველი „ზანგი“ მოქალაქეა. რომ მხოლოდ ქართველი უნდა მოიყვანოს ცოლად თქვენმა ბიჭმა...

- ეს არის ტყუილი და ცილისწამება.

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ, ხალხმა, 2003 წელს, რევოლუციის დროს კაბინეტიდან გამოგაგდოთ. თქვენ სახელთან არაერთი კორუფციული გარიგებაც ასოციდება...

- გითხარით რომ ტელეფონზე არ ვპასუხობ არანაირ კითხვას... კარგად“!!!

შეგახსენებთ, რომ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ ადამიანს - შევარდნაძის გუბერნატორს ჩააბარა.

შევარდნაძის დროს, დარახველიძე ლობირებდა და აკონტროლებდა გირჩის, ყურძნის ბიზნესს რაჭაში, რაც იმ დროისთვის საკმაოდ შემოსავლიანი საქმე იყო. „გირჩების მბრძანებელმა", გუბერტატორობისას, ავტომობილი გაზ–24 შეიძინა ვითომდა გუბერნიისთვის, ერთი წლის შემდეგ კი, ეს მანქანა სახელმწიფოსგან 70 ლარად შეისყიდა. მანვე 5 ჰექტარი მიწა კორუფციული სქემით - 10 თეთრად მიისაკუთრა.

პ.ს: ბატონ დარახველიძეს შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს. თუმცა, ივანიშვილის ფავორიტი, ჩვენთან საუბარში მსგავს გამონათქვამებს უარყოფს. ნახეთ ეს ვიდეო და თავად დარწმუნდით - იტყუება თუ არა, შევარდნაძის კორუფციული კლანის წარმომადგენელი - დავით დარახველიძე...