სააკაშვილსა და რასმუსენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა (ვიდეო)

  13:38:54     12-10-2012

საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის დღეს, სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს.

„ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

საუბრის დასასრულს, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.