კიტოვანი და მამალაძე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ

  12:20:24     11-10-2012

თენგიზ კიტოვანი ივანიშვილის გუნდს სრულ მხარადაჭერას უცხადებს და ახლო მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

თავდაცვის ყოფილი მინისტი მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში ახალ მთავრობას დახმარება შესთავაზოს.

„ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე თბილისში დავბრუნდები, თბილისში არ ჩამომესვლება თუ რა? მე "ვბალეშიკობდი" ოცნებას და მომავალშიც თუ დავჭირდი გვერდში დავუდგები“,- აღნიშნა კოტოვანმა.

ამასთან საქართველოში შესაძლოა შევარდნაძის კიდევ ერთი ჩინოვნიკი ლევან მამალაძეც დაბრუნდეს.

მამალაძის ადვოკატი ალეკო ალადაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენს გაასაჩივრებს, შეძლებს თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

ყოფილი გუბერნატორის უფლებადამცველი ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ მამალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს.

“ჩემი კლიენტის დანაშაული არც ერთი მტკიცებულებით არ ვლინდება“,- განმარტა ადვოკატმა.

იხილეთ წყარო