ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში
10:01:14     11-10-2012
საქართველოში გენერალ-ლეიტენანტ ჯონ პაქსტონის ხელმძღვანელობით, ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლობის დელეგაცია იმყოფება. დღეს, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი გორში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. ამერიკული სარდლობის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა გოგა ქველაძემ მიიღო. მან ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სასწავლო პროცესი გააცნო.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ამერიკელი სამხედრო მაღალჩინსონების დელეგაციას საქართველოს სამხედრო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. გოგა ქველაძემ და გენერალ-ლეიტენანტ ჯონ პაქსტონმა განათლების სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა, სადაც 42-ე ბატალიონის ავღანეთის მისიისთვის მოსამზადებელ წვრთნებს დაესწრო.
mod.gov.ge