დარჩიაშვილი: იმედია, ახალი მთავრობის ოცნებიდან გამოსვლის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება
14:47:12     10-10-2012
კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჟენევის მორიგი შეხვედრა 11-12 ოქტომბერს გაიმართება. მოლაპარაკებებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, პაატა ზაქარეიშვილიც დაესწრება. ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთ ლიდერს, დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:
„პრესა.ჯი“: ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ქართული მხარე რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას?
დავით დარჩიაშვილი: იქ ორი სამუშაო ჯგუფია, სადაც საუბარია ჰუმანიტარულ საკითხებსა და უსაფრთხოებაზე. ასევე განსახილველ საკითხებს წარმოადგენს საკუთარ სახლებში ადამიანების ღირსეული დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვირვებლების შეშვება, რაზეც ისინი არ მოდიან.
ერთადერთი რაც მუშაობს, ინციდენტთა და პრევენციის მექანიზმია, მაგრამ ისიც გაჩერებულია. ბუნებრივია, სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ რა პრინციპულ პოზიციაზეც ვდგავართ, ამ პოზიციაზე დავრჩებით.
- ამ მოლაპარაკებებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც დაესწრება. რა სტატუსით?
- ვინ დაესწრება, არ ვიცი. ამ საქმეს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, სერგი კაპანაძე კურირებს. თუმცა, საქართველოში ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია მოითხოვს, რომ ხელისუფლების გადაბარება ამ სფეროშიც მოხდეს.
- რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მეზობლებთან, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და დე-ფაქტო აფხაზეთთან, ურთიერთობების დარეგულირების გზით ივლის, მიუხედავად იმისა, რომ მათი სტატუსის შეცვლა შეუძლებელია. როგორ შეაფასებთ სერგეი ლავროვის ამ განცხადებას?
- სხვა რამის მოლოდინი არც არასოდეს მქონია. იმედია, „ქართული ოცნების“ ოცნებიდან გამოსვლის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება და ახალი მთავრობა რეალურად დაინახავს - რასთან აქვთ საქმე და იმედია, ეროვნული ინტერესებით იხლმძღვანელებენ და არა სხვა რამით.
- პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მათგან განსხვავებით, მოქმედ ხელისუფლებას აფხაზებთან და ოსებთან შუამავლოების გარეშე დიალოგის წარმოების რესურსი არ ჰქონდა და სეპარატისტები მხარეებად უნდა იქნენ აღიარებულნი...
- დარწმუნებული ვარ, რომ ზაქარეიშვილი თუკი საერთაშორისო სამართალს და ეროვნულ ინტერესებს გვერდზე არ გადადებს, მას გაუჭირდება როგორც მოლაპარაკებების წარმოება, ასევე პროცესის მკვდარი წერტილიდან პრაქტიკაში დაძვრა. იმიტომ, რომ რუსეთში ამ პროცესის დაძვრას მეზობლებთან ურთოერთობის გადაფასება სჭირდება.
რუსეთი კი, ამას უახლოეს მომავალში არ აპირებს, რაც ლავროვის განცხადებიდან ჩანს. შესაბამისად, ყველა ოცნება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს არ დაეფუძნება, დამსხვრევისთვის არის განწირული.
- „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველო ევროატლანტიკურ კურს არ შეცვლის, მაგრამ თქვენ რას პროგნოზირებთ?
- წინაასაარჩევნო განცხადებები ერთი იყო, მაგრამ ახლა უკვე სხვა სტილის შეფასებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ საგარეო პოლიტიკაში მოქმედ ხელისუფლებასთან განსხვავება არ აქვთ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ამაში უნდა დავრწმუნდეთ.
მათ იმის საშუალება აქვთ, რომ ევროატლანტიკური პროცესი წინ წაწიონ, რადგან თავისუფალი არჩევნებისთვის ყველაფერი გაკეთდა. როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში ქართული დემოკრატიის ტესტად არჩევნებს მიიჩნევდნენ, რომელიც ჩავაბარეთ.
ამ პროცესში კი, უზარმაზარი დამსახურება მოქმედი ხელისუფლებისაა და იმედია, ამას ახალი ხელისუფლება კურსის გასაგრძელებლად გამოიყენებს. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. კერძოდ, ახალი მთავრობა პრაქტიკაში თუ რა ნაბიჯებს გადადგამს და თუ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგეს, ამაზე ადეკვატური რეაგირებაც გვექნება.