The New York Times ივანიშვილზე: „ასე გამარჯვებულები კი არა, პატარა კაცები იქცევიან“

  18:16:49     09-10-2012

presa.ge გთავაზობთ გავლენიან ამერიკულ გაზეთში დაბეჭდილი სტატიის ნაწილის თარგმანს, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ..

თბილისი, საქართველო - 20 წელზე მეტია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლეთმა კი ამ ორგანოს მიერ შექმნილი ცალკეული აპარატებისა და ადამიანების შეცნობა შეძლო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გუშინ საკუთარი თავი საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა, არცერთ ნაცნობ ორგანოსა თუ პიროვნებას არ ჰგავს, უფრო მეტიც, იგი სრულებით განსხვავდება ყველასგან. 

გასულ წლამდე, სანამ ბატონი ივანიშვილი ხმამაღალ განაცხადს გააკეთებდა და არსებული ხელისუფლების გადაგდების სურვილით გამოვიდოდა, საზოგადოებამ ისიც კი არ იცოდა თუ როგორ გამოიყურებოდა ოლიგარქი.

თავად ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები მეტად ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კოლექცია, რომელიც სხვადასხვა ნახატებსა და ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს, 1.3 მილიარდად არის შეფასებული.

დასავლელმა ლიდერებმა ჯერ ვერც კი მოასწრეს 56 წლის ოლიგარქის ოპოზიციონერად აღქმა, როცა იგი ქვეყანას ხელისუფლების წარმომადგენლად მოევლინა.

თუმცა, ხელისუფლებაში მისი მოსვლის პირველი საათები მისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა: მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიწვია მედიისა და პრესის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტს ვადამდე ერთი წლით ადრე გადადგომა ურჩია. ერთი დღის შემდეგ კი ოლიგარქმა ეს სიტყვები უბრალოდ უარყო.

ეს პოლიტიკური ცვლილებები შემთხვევითი სვლა არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალი რესურსი ჩადო ამ პატარა ქვეყანაში. თუ როგორი იქნება ივანიშვილის სვლები საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით უცნობია, რადგან რუსეთი საქართველოს მიზიდვას რაც შეიძლება ახლოს ცდილობს.

„მე ვფიქრობ, რომ იგი არის ერთი დიდი ცარიელი გვერდი პოლიტიკური თვალსაზრისით. იგი არის ცარიელი ფურცელი დიდი რაოდენობის ხარვეზებით, რომელთა შევსებაც მხოლოდ სხვა ადამიანების დახმარებით არის შესაძლებელი. ეს დიდი გამართლებაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - აღნიშნა ექსპერტმა ტომას დე ვაალმა.

ივანიშვილი მოსკოვში საცხოვრებლად 1982 წელს გადავიდა და საკუთარ ქვეყანაში ორი ათწლეულის შემდეგ დაბრუნდა. Forbes-მა კი მისი ფინანსები 6.4 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეაფასა.

მისი წარმატებული ბიზნესი რუსეთში არ იძლეოდა იმაზე ფიქრის უფლებას, რომ ივანიშვილის გეგმები არ იყო კრემლის მიერ ნაკარნახევი და მართული. მიუხედავად იმისა, რომ გარკევული სვლებით ამ ხმების უგულვებელყოფა მოხერხდა, ივანიშვილის წარსული დღემდე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს. ქართველებმა ფაქტობრივად, ოლიგარქის გაცნობა მისი გულუხვი, ანონიმური „საჩუქრების“ მეშვეობით შეძლეს.

ივანიშვილის პირველი ინტერვიუ დასავლელ ჟურნალისტებთან გახლდათ იმის გახმოვანება, თუ როგორ გეგმავს ოლიგარქი ქვეყნის მართვასა და საქართველოს პრეზიდენტის ვადამდე ადრე გადაყენებას. ივანიშვილის აზრით „სააკაშვილი ვერ მართავს საკუთარ ხასიათს კარგად“ და „არ იცის თუ რა არის სიყვარული“.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ივნისში საქართველოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ესტუმრა, მაგრამ მან კლინტონთან შეხვედრა არ ისურვა. მოგვიანებით კი, ორივე მხარემ იგრძნო, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური გამოუცდელობის შედეგი გახლდათ.

ამავდროულად, დასავლელი დამკვირვებლები ვერ საუბრობენ ივანიშვილის კოალიციის ეფექტურობაზე. აუცილებელია ითქვას, რომ სექტემბრის დასაწყისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას რეიტინგის საკითხებში 20 პროცენტით უსწრებდა, ამ ყოველივეს უგულვებელსაყოფად კი ბინძური გზების ძიება დაიწყეს და პატიმრების გაუპატიურებისა და მათზე ძალადობის ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად აქციეს.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მჭიდრო ურთიერთობას კვლავ განაგრძობს აშშ-თან და იბრძოლებს ნატოში ინტეგრაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა რუსეთში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს.

რამდენად სარწმუნოა ეს ყოველივე უცნობია, მაშინ, როცა ბატონმა ივანიშვილმა სააკაშვილს ვადამდე ადრე გადადგომა შესთავაზა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი სამმა ამერიკელმა სენატორმა საკუთარი აღშფოთება ვერ დაფარა და ამ ყოველივეს ივანიშვილის მხრიდან არასწორი ნაბიჯი უწოდა.

„შესაძლოა მას შეაგნებინეს, რომ ახლა პოლიტიკოსი უნდა იყოს, მას არ შეუძლია უბრალო კანონდამრღვევის სტატუსი მოირგოს. რაც თქვენ მოიგეთ არ არის ხელჩართული ბრძოლა, ეს არის არჩევნები. არსებობს საზოგადოების 50 პროცენტი, რომელმაც თქვენ არ დაგიჭირათ მხარი. ალბათ არსებობს ვიღაც, ვინც უთხრა: ბატონო ბიძინა: „ასე გამარჯვებულები კი არა, პატარა კაცები იქცევიან“, - განაცხადა დანიის ელჩმა, ესბენ ემბორგმა. 

იხილეთ ორიგინალი, გადადით ამ ბმულზე