ოლიგარქის გაჭირვება
15:26:11     09-10-2012
შეინარჩუნებს თუ არა, კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთობას? კოალიციის ლიდერები ერთმანეთს აგინებენ, ნაძირლებსა და არაკაცებს ეძახიან, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ერთ პოლიტიკურ გუნდში რჩებიან.
ფულის გარდა, კიდევ რა აერთიანებთ ერთმანეთის მტრებს, მოწინააღმდეგეებსა და მათ, ვინც ივანიშვილის ოჯახის წევრებსა თუ თანაგუნდელებზე აგდებულად, უცენზურო სიტყვებით საუბრობენ?
ალასანია, რომელიც ბიძინას დასცინის, გუბაზი, რომელიც ბერას ალბინოსობაზე გაუგონარ საზიზღრობებს იძახის, ღარიბაშვილი, რომელიც ხიდაშელს „ცხრასართულიანებით“ ამკობს და ოცნებობს, რომ მისმა რომელიმე მეგობარმა უსუფაშვილის ცოლი „შეაცდინოს“, ხუხაშვილი, რომელიც ათასგვარი ინტრიგებით ცდილობს ერთმანეთს წაჰკიდოს კოალიციის წევრები, ბექაურ-ტრიპოლსკი, რომელსაც დედის მოკითხვით იხსენიებენ, კვლავ ბედნიერი სახეებით ამტკიცებენ, რომ მათი ერთობა ურყევია.
ივანიშვილი და გუბაზი
ივანიშვილი, ამ ჭრელი, ბოღმიანი ნაღების შენარჩუნებისათვის პოსტების ჩამორიგებასაც არ ერიდება. თუმცა, რამდენად შეძლებს თავის გუნდში აიტანოს მაგალითად გუბაზი, რომელიც მის საყვარელ შვილზე - ბერაზე, საძაგლად საუბრობს და სისხლის აღრევაზე ამახვილებს ყურადღებას, მომავალი გვიჩვენებს.
ბიძინას მალე მოუწევს გააკეთოს არჩევანი - საკუთარ პოლიტიკურ პატივმოყვარეობასა და საკუთარ ოჯახს შორის. ყველა ვხვდებით, რომ ადვილი არაა გუნდში გყავდეს ისეთი უნამუსო ფიგურა, რომელიც შენი ოჯახის წევრებზე ღვარძლიანად საუბრობს.
თუმცა, სავარაუდოდ, ივანიშვილისთვის გუბაზის კოალიციიდან გაგდება ბევრად ადვილი იქნებოდა, პრობლემა მხოლოდ „მაყუთზე“ მეოცნებე სანიკიძეში რომ იყოს.
ალასანია და ივანიშვილი
„ეს ვინ არი, ბოზიშვილი ვიყო, გამოვყ...ვდი, აუ რა ყლ..ა, იმ დღეს მინდოდა მიმესხა...“, - ეს ირაკლი ალასანიას სიტყვებია. სწორედ ასე მოიხსენიებს ის საკუთარ ბელადს - ბიძინა ივანიშვილს!
მართალია, ივანიშვილმა, ალასანია შს მინისტრის პოსტზე აღარ წარადგინა და შესაძლოა, ეს, მისი მხრიდან, ერთგვარი შურისძიებაც იყო, თუმცა, რა ვუყოთ საზოგადოებას, რომელმაც კარგად იცის თუ როგორი ეპითეტებით ამკობენ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ლიდერები?
თუ ბიძინა, ალასანიას და გუბაზსს ჩამოალაბორანტებს, რას გააკეთებენ ისინი? იმ დამალულ „საცვლებს“ გამოფენენ, რომლითაც „ქართული ოცნების“ კიდევ ბევრი საინტერესო ისტორია გახდება ცნობილი. თუ არ გააგდებს - „გობქვეშ“ შეინახოს შელახული ამპარტავნობა და პატივმოყვარეობა?
ღარიბაშვილი და ხიდაშელი
დავუშვათ, ივანიშვილი არაამქვეყნიურია და დაივიწყა ალასანია-გუბაზის დამცინავი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მისი და მისი ოჯახის წევრთა მიმართ. თუმცა, იგივეს შეძლებს კი, ხიდაშელ-უსუფაშვილიც?
ხიდაშელს, რომელსაც ყველა ბრუნვაში ატრიალებდა ღარიბაშვილი, ბევრად დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე ივანიშვილს ჰგონია. ქალი ხელისუფლების მიერ ცაგურიას ღირსების შელახვით იყო აღშფოთებული და რა დღეში იქნება, როცა მისი ღირსება ღარიბაშვილმა არა მარტო ფეხით გათელა? ჩაყლაპავს?
„ქართული ოცნების“ ლიდერთა ამ შეუსაბამო თავგადასავლებს კიდევ ერთი, გადამწყვეტი უცნაურობა ემატება - ივანიშვილის ექსცენტრიულობა და არაადეკვატურობა.
ვიცით, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს, პირველ რიგში, ბიძინას ფულები აერთიანებთ, მაგრამ რას მოიმოქმედებენ მაშინ, როცა მინისტრებისა თუ დეპუტატების მანდატს ოფიციალურად გაინაღდებენ, ამის წინასწარ თქმა ძნელია... გამორიცხული არ არის, რომ ივანიშვილის ფულებით ნაკოწიწები კოალიცია, უტოპიური დაპირებების შეუსრულებლობის კვალდაკვალ, მარტივ-მამრავლებად დაიშალოს!