Tiramisù
15:58:28     25-12-2010
ტირამისუ- (იტალ. Tiramisù) დახვეწილი იტალიური დესერტი. მზადდება ყველი მასკარპონეს საფუძველზე. ტირამისუს წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, იგი მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ქალაქ ტრევისოს (Treviso) Le Beccherie რესტორანში შეუქმნიათ.
gadmocemiT, რესტორანი Le Beccherie -ს თავზე საროსკიპო არსებობდა da raoden paradoqsuladac ar unda mogeCvenoT სწორედ ამ დაწესებულებაში მომუშავე ქალბატონების უსაყვარლესი ნუგბარი yofila. ტირამისუ ქართულად სიტყვა-სიტყვით ამწიე, ამიყვანე-ს ნიშნავს (tirami-su), აზრობრივად ალბათ უფრო ენერგიით დამმუხტე იქნება. მაღალი კალორიულობის გამო ამ დესერტს დიდი ენერგეტიკული ფასეულობა აქვს.
3 კვერცხი
200 გრ yveli მასკარპონე
150 გრ შაქარი
2 კოვზი ყავა
150 გრ ნაღები
3 ს.კ Rvino მარსალა ან სხვა ალკოჰოლი(კონიაკი, რომი)
200 გრ ორცხობილა სავოიარდი, იგივე lady fingers
2 ჩ.კ კაკაო
ყავა გახსენით 250-300 გრამ მდუღარე წყალში და შეგრილებულს დაამატეთ ცოტა შაქარი da ალკოჰოლი
კვერცხის გულები ათქვიფეთ 150 გრამ შაქართან ერთად გათეთრებამდე, შეურიეთ მასკარპონე.(yveli)
ცილები ათქვიფეთ ღრუბლის კონსისტენციამდე და ფრთხილად კოვზით შეურიეთ ყველიან მასას.
ორცხობილები სწრაფად დაასველეთ ყავაში ორივე მხრიდან და ჩაალაგეთ გვერდიგვერდ ღრმა, გვერდებიან ჭურჭელში, დაასხით კრემის ნაწილი, ისევ ყავიანი ორცხობილა და ისევ კრემი.
შედგით მაცივარში გასაციებლად, რამდენიმე საათით. მირთმევამდე მოატარეთ თავზე კაკაო წვრილი საცერის დახმარებით.