
ნოდარ ჯავახიშვილი: საწვავის 25 თეთრით გაიაფება შესაძლებელია
17:54:13     05-10-2012
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საწვავზე ფასი 25 თეთრით გაიაფდეს. როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, ის ამ საკითხში ბოლომდე კომპეტენტური არ არის, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდება, შესაძლოა, საწვავზე ფასი 25 თეთრით შემცირდეს.
ჯავახიშვილი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის არის ფინანსისტი, ხოლო რაც შეეხება ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მუშაობას, ამას შესაბამისი ორგანოები დაიანგარიშებენ და ცნობილი გახდება, თუ რამდენით შეიძლება დაიკლოს საწვავის ფასმა.