
ლევან ვასაძე: ჩემი პოლიტიკაში წასვლა გამორიცხულია
17:53:01     05-10-2012
ლევან ვასაძე ქართულ პლოტიკაში მოსვალს გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესმენებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც ვასაძემ „პრესა.ჯი“-ს შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჯერ კიდევ 2011 წელს გაკეთებული განცხადება, რომ ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს, მას არ ეკუთვნის და ეს მხოლოდ ჭორია.
ვასაძის თქმით, ის საქართველოში ღვინის ბიზნესით დაინტერესდება, ასევე გაუწევს დახმარებას ქართულ-საგანმანათლებლო სფეროს. პოლიტიკაში ჩართვას კი, ბიზნესმენი ცალსახად გამორიცხავს.