კუბლაშვილმა ელჩებს პოლიტიკური ძალების მხრიდან მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

  14:22:21     05-10-2012

2012 წლის 5 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.კონსტანტინე კუბლაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და საფრანგეთის ელჩის მოადგილეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა აგრეთვე, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან მუქარის შესახებაც.

„სასამართლო სისტემა აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივ რიტმში. ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.