შევარდნაძის ჩინოვნიკი უშიშროების მინისტრად?

  19:05:46     04-10-2012

ივანიშვილის მთავრობა შს სამინისტროს დაშლას გეგმავს. უშიშროების სამსახურები ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება - ამის შესახებ კოალიციის წევრმა, „რესპმა“ და შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

„GlobalNews“-სს, „თეთრი ლექსების“ მოყვარული ნაცვლიშვილი ძალოვანი სტრუქტურების ე.წ. დეპოლიტიზაციაზე ესაუბრა. თუმცა, მისი ეს განცხადება მედიის ნაწილმა როგორც მომავალი მინისტრის პრეზენტაცია, ისე აღიქვა.

ვინ არის ნაცვლიშვილი?

ლაშა ნაცვლიშვილი შევადრნაძის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანის მოადგილე იყო. თუ ვინ არის ხაბურძანია, ეს მთელმა საქართველომ ნახა - როცა ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა და როცა გაირკვა, რომ ქრთამის სანაცვლოდ, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას მოსკოვში დაჭერილი ე.წ. კანონიერი ქურდის გათავისუფლებას სთხოვდა.

აღარ გავაგრძელებთ თავად გუბაზ სანიკიძის დახასიათებას. მხოლოდ სამ ეპიზოდს გავიხსენებთ მისი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან.

ეპიზოდი პირველი: სანიკიძის აზრით, ვინც ნატოს იძახის, ის საქართველოს მტერია.

ეპიზოდი მეორე: მაყუთი უნდა ვიშოვოთ, მილიონერები უნდა გავხდეთ. პოლიტიკა არ მაინტერესებს (სანიკიძის საფირმო ფრაზა გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიდან.

ეპიზოდი მესამე: სანიკიძე არაეთიკურად საუბრობს ბერა ივანიშვილის ალბინოსობაზე. მას, ამ საკითხზე ამაზრზენი შეხედულებები აქვს. 

მართალია, გუზაბი დღეს ივანიშვილის ოცნებას ფიცულობს და იგივეს აკეთებს ლაშა ნაცვლიშვილიც, თუმცა, როგორც ჩანს, გუბაზისგან განსხვავებით, მას პოლიტიკაც აინტერესებს და მინისტრობაც სურს.

თუ ნაცვლიშვილის „ჭკვიანურ“ ფრაზებს გავითვალისწინებთ, შს სამინისტროს შესახებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ბიძინას მთავარი „კაგებეშნიკი“ იქნება ახალ მთავრობაში. 

ვიღაცისთვის, ლაშა ნაცვლიშვილის გამინისტრება შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მონსტრების დაბრუნება იქნება, ვიღაცისთვის კი - ოცნებების ასრულება.