ივანიშვილს 11 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა ეწურება
11:49:42     04-10-2012
ბიძინა ივანიშვილს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს, 11 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა ეწურება. „ინტერნეტ.ჯი“-სთან აღნიშნული საკითხის კომენტირებისას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ კანონით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც საქართველოში 360 დღის განმავლობაში იმყოფება, უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია და მერე ერთხელ მაინც შემოვიდეს.
კითხვაზე ამოქმედდება თუ არა ივანიშვილის მიმართ რაიმე სახის სამართლებრივი ბერკეტი, იმ შემთხვევაში თუ მან საქართველოს ტერიტორია არ დატოვა, ადვოკატმა განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრები სარგებლობენ საქართველოს მოქალაქის სტატუსით, მას შეუძლია ტერიტორია არ დატოვოს და ჩვეულებრივ განაგრძოს საქმიანობა, მათ შორის პოლიტიკურიც.

„არსებული კონსტიტუციის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის დაიბადა და ბოლო 5 წელი უცხოვრია საქართველოში, შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი და განაგრძოს საქმიანობა. მას არჩევნებზე ხმის უფლებაც ჰქონდა“,- აღნიშნა თადუმაძემ.
წყაროს სანახავად, გადადით ამ ბმულზე