Financial Times: არჩევნების შოკისმომგვრელი შედეგი: ინვესტორები გარბიან

  11:44:06     04-10-2012

არჩევნების შოკისმომგვრელი შედეგი: ინვესტორები ქვეყნიდან გარბიან - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი უცხოური გამოცემა „Financial Times“. 

სტატიაში წერია, რომ ორშაბათს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ ხმების 54.3 პროცენტი მიიღო, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული აქტივების ფასმა საგრძნობლად დაიკლო.

საქართველოს ბანკის მონაცემებით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ჩამონათვალში მყოფი ერთადერთი ქართული ბანკია, აქციების ღირებულებამ 2.6 პროცენტით დაიწია.

Financial Time-ის გარდა, ქართულ საპარლამენტო არჩევნებს სხვა უცხოური გამოცემებიც ეხმიანებიან. ძირითადი ყურადღება ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკურ კურსზე მახვილდება.

ანალიტიკოსი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი პრორუსული კურსის გამტარებელი იქნება, რაც პუტინს საქართველოს ახალი მთავრობის საშუალებით რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერების შანსს მისცემს.