
ივანიშვილის ბიზნესცენტრში „ქართული ოცნების“ ლიდერბეი ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მსჯელობას იწყებენ
11:49:30     03-10-2012
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები იკრიბებიან. ამ დროისთვის ივანიშვილის ბიზნესცენტრში იმყოფებიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური და მანანა კობახიძე.
კოალიციის ლიდერები არ ახმაურებენ თუ რა საკითხებზე იქნება მსჯელობა შეხვედრაზე.
თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დღეიდან კოალიცია ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მუშაობას იწყებს.
ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.