იტალიური ნაყინი "Semifredo"

  17:25:09     24-12-2010

ევროპაში ნაყინის შემომტანად მარკო პოლო ითვლება, როგორც ამბობენ, ნაყინი ჩინელებმა დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინათ გამოიგონეს, როდესაც თოვლში ბრინჯისა და რძის ნაზავის დამატება დაიწყეს.


ოდესღაც ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ჩინეთში მარკო პოლომ ნაყინი იგემა და მისი დამზადების ხელოვნებასაც დაეუფლა. 1295 წელს იტალიაში დაბრუნებულმა მოგზაურმა თან რამდენიმე ახალი რეცეპტი ჩამოიტანა. ამის შემდეგ იტალიელმა მზარეულებმა ორგვარი შაქარყინულის მომზადება დაიწყეს - რძითა და წყლით.

იტალიური ნაყინი "Semifredo"


ნაღები  - 500 გრ (33%)
შაქრის პუდრა  - 180 გრ
კვერცხი  - 5 ცალი
შავი შოკოლადი  - 50-70 გრ
კაკაო  - გემოვნებით (ნაყინის მოსართავად)

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული   შაქრის პუდრასთან ერთად გათეთრებამდე.

ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად სანამ ქაფი არ გამაგრდება. ავთქვიფოთ ნაღები. ნელ- ნელა ავურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს და თანდათან დავამატოთ გახეხილი შოკოლადი. ჩავდოთ ნაყინი კონტეინერში და ჩავდგათ საყინულეში მინიმუმ 2 საათით.
მირთმევის წინ ნაყინი შეიძლება მოვრთოთ კაკაოთი.