
სამეგრელომ ოცნებას მეტი სარგებელი არჩია
15:12:05     01-10-2012
სამეგრელო მეტ სარგებელს ირჩევს. ზუგდიდიდან, სენაკიდან და აბაშიდან "პრესა.ჯი"-ს კორესპონდენტები გვატყობინებენ, რომ წინასწარი გამოკითხვებით, დამაჯერებლად ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა კი, მხარი მმართველ პარტიას დაუჭირა.
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრები უკვე აღიარებენ გარდაუვალ მარცხს და აქტივისტების მობილიზაციას აცხადებენ. ისინი დირექტივებს სოლოლაკის შუშის კოლბის სასახლიდან ელოდებიან.