ნიგვზიანი მჭადი
10:13:08     25-09-2012
მასალა:
სიმინდის ფქვილი 500გრ.
გატარებული ნიგოზი ან თხილი 1 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 1 ს/კ.
ნიორი 4 კბილი
უცხო სუნელი 3 ჩ/კ.
ხმელი ქინძი 2 ჩ/კ.
ყვითელი ყვავილი 3 ჩ/კ.
წითელი წიწაკა (დაფქვილი) და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გაცრილ სიმინდის ფქვილს დავამატოთ საფუარი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი, გატარებული ნიგოზი და ნიორი, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი. მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმის მჭადები და შევწვათ ტაფაზე, ზეთში. (შემწვარი მჭადები მოვათავსოთ ჯამზე და გადავაფაროთ ტილო).